სპილო, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

სპილო, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

სპილო, სახელად მერი, ძმები სპარკსების საცირკო შოუს ერთ-ერთ მთავარ სანახაობას წარმოადგენდა. თუმცა, მთელ მსოფლიოში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ადამიანის ”მკვლელობის” გამო, სიკვდილით დასაჯეს.

1916 წლის, 12 სექტემბერს ”Sparks Brothers”-ის საცირკო დასი ტენესის შტატის ქალაქ კინგსპორტში ჩავიდა. მათ ქალაქში 30 წლის სპილო, მერიც ჩაიყვანეს, რომელსაც ზედამხედველობას ვინმე რედ ელდრიჯი უწევდა. ერთ-ერთი მორიგი წარმოდგენის წინ, მამაკაცმა სპილოს ყურში მოკაუჭებული ჯოხი დაარტყა, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწვია. შედეგად, მან მამაკაცი მიწაზე დააგდო და გადაუარა. მომხდარმა ხალხში პანიკა გამოიწვია. ადგილობრივმა შერიფმა ჰიკმანმა მერი ”დააპატიმრა” და ადგილობრივი ციხის მახლობლად გალიაში გაამწესა.

მას შემდეგ, რაც ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მეზობელი ქალაქების მაცხოვრებლებმა უარი თქვეს ცირკის საკუთარ ქალაქში შეშვებაზე. მიზეზად, რა თქმა უნდა, მერის ასახელებდნენ.

საზოგადოების მხრიდან დიდი ზეწოლის გამო, ძმებმა სპარკსებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სპილოს სიკვდილით დასჯის შესახებ და მომხდარიდან მეორე დღეს, იგი ამწეკრანის მეშვეობით ჩამოახრჩვეს.

ამერიკელმა მომღერალმა ჩაკ ბროდსკიმ მერის სიმღერა, სახელწოდებით Mary The Elephant მიუძღვნა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს