არავის ვურჩევ გააღვიძოს ჩემში ლომი - ნათია ფანჯიკიძე

არავის ვურჩევ გააღვიძოს ჩემში ლომი - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე  მის მიმართ აგორებული ანტიპიარის მონაწილეებს მიმართავს.

"ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია... " - ბიბლიის ტოლი წიგნი წაგიკითხავთ? ......

ჯუნგლის ცხოვრებას თუ იცნობთ? - ძუ ლომი ხვადზე სწრაფი მონადირეა.

არავის ვურჩევ გააღვიძოს ჩემში ლომი, კნუტივით რომ მყავს მოთვინიერებული და ყვავილებში ვათამაშებ. ყოველდღე მხოლოდ ადამიანების სულის მტანჯველი დემონების დასაფლეთად რომ იქცევა ლომად და მერე ისევ ფუმფულა კნუტი ხდება.

თუ მოიცალა სხვა დემონებისთვის, ნებისმიერ ნადავლს მოინადირებს და ფეხებთან დაუყრის თავის ხვადს.

ფრთხილად.

ჩანახატი შთამაგონა ანტიპიარის ხაზის ჩემზე გამოსეირნებამ , ბავშვობაში რომ პაროლობანას ვთამაშობდი, მას მერე ასე არ გავმხიარულებულვარ. უნდა ითქვას, მაშინაც მაფასებდნენ ტოლმეგობრები და "არჩევანი" სულ მე მირჩევდა , "არადანის" წილი არასოდეს გავმხდარვარ.

პ.ს. კიდევ ერთი განსხვავება მხარეებს შორის: ირაკლი წარმოვიდგინე, ჯერ ვიღაცის ცოლს რომ უთვლის, ქმარი გღალატობსო, მერე სტატუსებს რომ დარაჯობს და მერე პიარკამპანიას გეგმავს და .... ამდენის წარმოდგენას ვერ გავუძელი და გავშორდი ეგრევე!

პ.პ.ს. სასურველია სტატუსს გაეცნონ იუმორის გრძნობით სავსე ადამიანები. იუმორი ტვინში დამატებითი ხვეულებია” , - წერს ნათია ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს