რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც მილიონერობას აპირებდა - დეპუტატის დეკლარირებული ქონება

რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე, რომელიც მილიონერობას აპირებდა - დეპუტატის დეკლარირებული ქონება

"გელოდი, ჩვენ ფული უნდა ვიშოვნოთ რა. პოლიტიკა იქნება, თუ არ იქნება, მაყუთი უნდა ვიშოვოთ. რაც ყაზახეთში გავა რამე, ჩვენგან უნდა გავიდეს, ხილი იქნება, სასმელი, თუ რაც იქნება. არაფერი არ მინდა, არც პრეზიდენტობა და არც არაფერი, მაგის დ.. მოვ...ან! ფული უნდა ვიშოვო რა, მილიონერი უნდა გავხდე!", - ამონარიდი გუბაზ სანიკიძის ფარული სატელეფონო ჩანაწერიდან, 2012 წელი.

გუბაზ სანიკიძე "ოცნებაში ჩაკარგული" იმ პოლიტიკოსების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც აქტიურები იყვნენ ხელისუფლებაში მოსვლამდე. მაგრამ მას შემდეგ, რაც პარლამენტარი გახდა, აღარ კონტაქტობს მედიასთან, აღარ არის არც პოლიტიკურად და არც საზოგადოებრივად აქტიური, მოქალაქეებს კი ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მისი თამამი წინასაარჩევნო დაპირებები.

Ambebi.ge პარლამენტარ გუბაზ სანიკიძის ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ სკანდალური პარლამენტარი მდიდრული ცხოვრებით არ ცხოვრობს და შეიძლება ითქვას, რომ ვერც ამომრჩეველს აუსრულა დაპირებული ოცნება და ვერც საკუთარი აიხდინა, რადგან არც საწვავი გაიაფებულა ქვეყანაში, არც დენი და არც პენსია გაზრდილა... ვერც თვითონ გახდა მილიონერი...

დეკლარაციაში მითითებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, გუბაზ სანიკიძეს 60 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭყვიშში. 4200 კვადრატული მეტრი სოფელ ბიგეულში.

გუბაზ სანიკიძე თბილისში სულხან ცინცაძის ქუჩაზე ცხოვრობს. სახლი, რომლის ფართიც 150 კვადრატულ მეტრს შეადგენს, გუბაზ სანიკიძის მეუღლის სახელზეა გაფორმებული. ქალაქის მერის არჩევნების დროს გაირკვა, რომ გუბაზ სანიკიძის მისამართზე ადრე სოზარ სუბარი იყო დარეგისტრირებული, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმიტომ ვერ შეძლო, რომ გუბაზმა სოზარი ბინიდან ამოწერა. ქუჩას შეეცვალა ნომრები.

"ჩემი ბინა, რომელიც იყო ცინცაძის #43-ში და დღესაც ქუჩის მხრიდან მიკრული აქვს ეს ნომერი, ნასყიდობის დოკუმენტშიც №43 წერია, ახალი გადანომვრით №49 გამხდარა. ამჟამინდელ №43-ში კი გუბაზ სანიკიძე ცხოვრობს. 15 ივნისის არჩევნებზე კი გამიკვირდა, როდესაც გუბაზ სანიკიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ბარათები მასთან მიიტანეს, მაგრამ ვიფიქრე, რომ შეეშალათ, რადგან ჩვენი ბინის ნომრები ერთმანეთს დაემთხვა და აღარ მიმიქცევია ყურადღება. მაშინ ჩვეულებრივად მივეცი ხმა. ამასობაში გუბაზის ოჯახმა რომ ნახა, რომ მე მათ ბინაში ვარ ჩაწერილი შეცდომით, მიმართეს შესაბამის უწყებას, გაასწორეთო. იქიდან კი ამომწერეს, მაგრამ არც მე შემატყობინეს, არც გუბაზს და დროულად ვერ მოხერხდა, რომ ჩემს ბინაზე რეგისტრაცია გამევლო", – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის საბანკო ანგარიშებს, აღმოჩნდა, რომ 2014 წელს, დეკლარაციის შევსების პერიოდში, მას "თი ბი სი ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 300 ლარი. პარლამენტის წევრის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ მიღებული აქვს 66 465 ლარი.

გუბაზ სანიკიძეს არ ჰყავს ავტომობილი და არც ძვირადღირებული საჩუქრები მიუღია. მისი სიმდიდრეა ბიბლიოთეკა, რომელიც იშვიათ გამოცემებს მოიცავს და რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს აღემატება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ... არ ვაპირებ არავისთვის კაბინეტის წართმევას" - სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს

"მოვრჩეთ ამ მიშაზე ლაპარაკს! ამ ბრძოლაში ის რა შუაშია?!" - სააკაშვილის თემამ ოპოზიციის წევრებს შორის ცხარე კამათი გამოიწვია

კალაძის ინფორმაციით, ოპოზიციამ ბიულეტენების გადათვლაზე უარი თქვა - რას პასუხობს ნიკა მელია?