რუსი მებრძოლი, რომელიც აფხაზეთის ომში საქართველოს იცავდა, გლდანში მათხოვრობს

რუსი მებრძოლი, რომელიც აფხაზეთის ომში საქართველოს იცავდა, გლდანში მათხოვრობს

"ქართველი გმირები" - ასე ქვია Facebook-ზე გვერდს, რომელიც ახალ თაობას ქვეყნის მძიმე წარსულსა და მის გმირებს აცნობს. სწორედ ამ გვერდიდან გახდა ცნობილი რუს მებრძოლზე, რომელიც, როგორც გაირკვა, აფხაზეთის ომის დროს საქართველოს იცავდა.

მისი სახელია ალექსეი ზინოვიოვი, ის სოხუმში დაიბადა. იხსენებს, რომ ომამდე სოხუმში კარატეს ასწავლიდა, ომის დროს კი 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის სადაზვერვო ათეულში იბრძოდა. სამწუხაროდ, წლების შემდეგ, ომის გმირი სიცოცხლისთვის შიშველი ხელებით იბრძვის - ის ლუკმა-პურისთვის გლდანის ბაზრობაზე მათხოვრობს.

კითხვაზე, დარჩა თუ არა ვინმე მას საქართველოში ომის შემდეგ, პასუხობს, რომ მისი ახლობლები ზოგი ნარკომანიის შედეგად გარდაიცვალა, ზოგი კი რუსეთში წავიდა. ინტერვიუდან ირკვევა, რომ ალექსეის ხელისუფლებისგან დახმარება არ აქვს და თავს გლდანის ბაზრობაზე მათხოვრობით ირჩენს, თუმცა, იმედს არასდროს კარგავს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ინტერვიუს დასასრულს მისი პასუხი კითხვაზე, რას იზამს, კიდევ რომ დაჭირდეს საქართველოს დაცვა?

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია