პოპ-სამყაროს ახალი სენსაცია: ცალფეხა გოგონას კლიპებს მილიონობით მნახველი ჰყავს

პოპ-სამყაროს ახალი სენსაცია: ცალფეხა გოგონას კლიპებს მილიონობით მნახველი ჰყავს

მომღერალი ვიქტორია მოდესტა ლატვიაში 1988 წელს დაიბადა. 11 წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც ვიქტორია მუსიკითა და სამოდელი ბიზნესით დაკავდა. გოგონას მარცხენა ფეხი დაბადებისას დაუზიანდა. 20 წლის ასაკში, მდგომარეობის გაუარესების გამო ვიქტორიას ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. მას შემდეგ იგი პროთეზს ხმარობს, თუმცა შეზღუდულ შესაძლებლობას მისთვის ხელი არ შეუშლია, პოპულარული გამხდარიყო.

მოდესტას კლიპებს უკვე მილიონობით მნახველი ჰყავს, მასზე წერენ ცნობილი გამოცემები. მუსიკის კრიტიკოსები ვიქტორიას ლედი გაგას ადარებენ, თუმცა თანხმდებიან, რომ მისი იმიჯი და შესრულება ახალი სიტყვაა პოპ-სამყაროში.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება