სოფელ მელაურის სკოლაში მომხდარ ინციდენტზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა

სოფელ მელაურის სკოლაში მომხდარ ინციდენტზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა, თუმცა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ინციდენტის შედეგად პედაგოგის დაჭრის შესახებ. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ინციდენტზე საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა."სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში, სკოლაში შევიდა უცხო პირი და მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა, მან ვერ მოახერა ბეჭდის წართმევა და გაიქცა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პირმა პედაგოგი დაჭრა ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით", - განმარტავენ შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ