''მკიდია, ჩემზე რომ ამბობენ, ვერ გავიგეთ ქალია თუ კაციო''

''მკიდია, ჩემზე რომ ამბობენ, ვერ გავიგეთ ქალია თუ კაციო''

ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს უხერხული კითხვების რუბრიკაში ჩასაწერად შევხვდით, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს გვისაყვედურა, ეს რა უხერხული შეკითხვები იყოო.

- გია, შენი პიროვნების სხვა რაკურსი თუ არსებობს?

- გულწრფელად გეტყვი, ზოგჯერ მგონია, რომ თავად არ ვიცნობ საკუთარ თავს. ხვალ შეიძლება, ისეთი რამ გავაკეთო, რაც არ დამიგეგმავს და აზრადაც არ მომსვლია. ჩემი პროტესტის გრძნობას პილიტიკისადმი, ადამიანებისადმი, უცნაურად გამოვხატავ. ერთხელ უცხოეთიდან ახალი ჩამოსული ვარ, ჩამოტანილი მაქვს ძალიან ლამაზი თეთრი სამოსი, მივდივარ ''პერო'' სიტუაციაში. შიგნიდან ჩავიცვი შავი სპორტული სამოსი და ზემოდან ეს ჩემი ძვირად ღირებული თეთრი ტანსაცმელი გადავიცვი, თან საგულდაგულოდ დავფლითე. ყველას ეგონა, რომ ექსტრავაგანტურად მეცვა, სინამდვილეში ეს იყო ჩემი პროტესტი ''პერო'' საზოგადოების მიმართ.

- თუ აღმოჩენილხარ უხერხულ სიტუაციაში სწორედ ტანისამოსის გამო?

- ნებისმიერი სატელევიზიო შოუსთვის, სადაც მეპატიჟებიან, სპეციალურად ვიკერავ ტანისამოსს. არ მიყვარს ჩაცმა-გახდის პროცესი და სახლიდან ყოველთვის ჩაცმული გამოვდივარ. უხერხულობას ვგრძნობ სახლიდან მანქანამდე გასავლელ გზაზე. ზოგჯერ ხელიც კი ამიფარებია სახეზე, თითქოს ისე ვერ მიცნობდნენ (იცინის). ამ დროს სირაქლემას პიზიციაში ვარ, მგონია, ვერ მხედავენ, სინამდვილეში ყველა მცნობს - ასე გიჟივით ჩაცმული დადის მარტო ჯაჯანიძე.

- რომ არ იყო გია ჯაჯანიძე, ქუჩაში შენნაირ ჩაცმულს ყურადღებას არ მიაქცევდი?

- როგორ არა. ერთხელ, ამერიკაში შუქნიშანზე ვნახე სრულიად შიშველი კაცი, რომელსაც ეცვა წინდები, ფეხსაცმელები, ეკეთა ქამარი, ჰალსტუხი, ეფარა შლაპა და ხელში ეკავა დიპლომატი. დავდექი და გაშტერებული ვუყურებდი. არც იმჩნევდა, ისეთი თავაწეული გადადიოდა შუქნიშანზე. მგონი, მარტო ვიყავი ასეთი პირდაღებული, არავინ უყურებდა. წარმოიდგინე, მე რომ აქ ასე ჩავიცვა, რა მოხდება.

- ჩაცმის ეგ სტილი დაგრჩა აუთვისებელი...

- ვერ გავშიშვლდები, ასაკი და ტანი არ მიწყობს ხელს, დავბერდი. ასე უნდა გამოეწყოს მაღალი, ათლეტური გარეგნობის ახალგაზრდა კაცი.

- როცა შენზე ამბობენ, ვერ გავიგეთ, ქალია თუ კაციო, გწყინს?

- ერთხელ მქონდა ასეთი შემთხვევა. 15 წლის ვიყავი, ერთი გოგო მიყვარდა. ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, შენ ბიჭი ხარო? ისეთი ლამაზი ვიყავი, ვერ გაერკვა ბავშვი. ძალიან ვინერვიულე, ვტიროდი, რატომ ვარ ასეთი ლამაზი-მეთქი. დღიურში ვწერდი, ღმერთო, რატომ დამსაჯე ასეთი სილამაზით-მეთქი. თუ გინდა, კაცი გააფუჭო, სამი რამ უნდა დააბრალო: რომ არის გეი, ნარკომანი ან ჩამშვები. იცი, როდის დავმშვიდდი? როცა მივხვდი, რომ ყოველი დღე წარმატებული მაქვს. ეს ვერ მაპატიეს. ერთხელ, ერთმა ადამიანმა მკითხა, როგორ ხარო? ბედნიერი ვარ-მეთქი, ვუპასუხე. უი, როგორი დეპრესია გქონიაო, შევეცოდე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება