როგორი წელი გელოდებათ წინ - 2015 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი

როგორი წელი გელოდებათ წინ - 2015 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი

რიცხვების მაგია, საუკუნეებს ითვლის. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული სწამდათ ადამიანებს ციფრების ჯადოსნური ძალა და აღიარებდნენ რომ ისინი, დიახაც რეალურ გავლენას ახდენენ ადამიანის ბედზე. ჩვენი საიტის მკითხველებიც დიდი ინტერესით ეცნობიან სტატიებს ნუმეროლოგიის შესახებ. ამჯერად, გვინდა საახალწლო თემატიკას ავუწყოთ ფეხი და დამდეგი 2015 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზის გამოთვლა შემოგთავაზოთ.

საიმისოდ, რომ წლის რიცხვი დავიანგარიშოთ, საჭიროა მარტივი მათემატიკური გათვლა. ასე მაგალითად, თუკი თქვენ 1976 წლის 19 მარტს დაიბადეთ, ნუმეროლოგიური პროგნოზის გამოსათვლელად დაგჭირდებათ გამოთვალოთ ამ თარიღის საერთო ჯამი (არ დაგავიწყდეთ დაანგარიშებისას მიუთითოთ მერამდენე თვეა. მაგ. ამ შემთხვევაში მარტი არის მესამე თვე და შეკრებისას სრული თარიღის ჯამს უნდა დავამატოთ ასევე რიცხვი 3).

გამოვიდა მსგავსი ტიპის კომბინაცია 1+9+7+6+3 +1+9 = 36

საბოლოო რიცხვთა ჯამი რაკიღა ორნიშნაა უნდა დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე ანუ 3+6=9

მაგრამ ეს ყველაფერი როდია. მიღებულ რიცხვს ახლა უკვე წლის საერთო ჯამური მაჩვენებელი უნდა დავამატოთ - 2+0+1+5 ანუ 8.

თუკი ამ ორი რიცხვის ჯამი ისევ ორნიშნაა ანუ კონკრეტულ მაგალითზე ეს არის 17 ის უნდა დავშალოთ, შემდეგ ამისა კი შევკრიბოთ.

საბოლოოდ მივიღეთ რვიანი - ნუმეროლოგიური პროგნოზიც სწორედ ამ რიცხვის შესაბამისობაში უნდა მოიძიოთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტში:

1 - დამდეგი წელი ლიდერის პოზიციებს, მომატებულ ენერგეტიკას და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას მოგიტანთ. თუმცა აუცილებლად გაითვალისიწინეთ ისიც, რომ ყველაფერის კეთება მარტოს მოგიხდებათ და დახმარებას სხვებისგან ამაოდ ნუ დაელოდებით. შესაბამისად მხოლოდ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე შეძლებთ ეს წელი უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალ ტრამპლინად გადააქციოთ.

2 - სტაბილურობის მომტანი და მატერიალური წინსვლის წელია. გარდა ამისა, ამ წელს ხშირად მოგიხდებათ შუამავლისა და მედიატორის როლის მორგება სხვადასხვა სახის დაძაბული სიტუაციების დასარეგულირებლად. თქვენი რჩევა ბევრს დასჭირდება და გამოადგება.

3 - ცვლილებების, ბევრი მოგზაურობის, სწავლისა და განათლების მიღების წელია. გამორიცხული არ არის, წლის მანძილზე არაერთგზის შეგეცვალოთ გეგმები და აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით დაიწყოთ სვლა. მნიშვნელოვნად შესუსტდება კონცენტრაციისა და მოთმინების უნარი, რის გამოც არის იმის ალბათობა რომ წლის მიწურულს გარშემო მყოფები აფერისტობასა და არასტაბილურობაში დაგადანაშაულებენ. შეეცადეთ პირნათლად შეასრულოთ ვალდებულებები და ნაკლებად გაუცრუოთ იმედი ახლობელ ადამიანებს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს