10 ყველაზე ქველმოქმედი ქვეყანა

10 ყველაზე ქველმოქმედი ქვეყანა

მსოფლიო ქველმოქმედების ინდექსს Charities Aid Foundation-ი გელაპის უნივესრიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს. იგი 153 ქვეყანას მოიცავს და გვიჩვენებს, რამდენად აქტიურია ამ ქვეყნების მოსახლეობა ქველმოქმედების სფეროში. პირველი მონაცემები 2010 წელს გავრცელდა, მაშინ რეიტინგის სათავეში ახალი ზელანდია, ავსტრალია და ირლანდია მოექცნენ. კვლევამ ნათელი გახადა, რომ ქველმოქმედების კეთების დროს, ბედნიერება უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე სიმდიდრე. ანუ რაც უფრო ბედნიერია ადამიანი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ იგი სხვას აღმოუჩენს დახმარებას.

მსოფლიო ქველმოქმედების ინდექსი სამ ქცევას ეფუძნება: ქველმოქმედებისთვის გამოყოფილი თანხა, მოხალისეობა და უცნობი ადამიანისთვის დახმარების გაწევა. გასული წლის მონაცემებით, რომელსაც საფუძვლად მილიონზე მეტი ინტერვიუ უდევს, 2014 წლის ყველაზე ქველმოქმედი ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. მიანმა
  2. აშშ
  3. კანადა
  4. ირლანდია
  5. ახალი ზელანდია
  6. ავსტრალია
  7. მალაიზია
  8. გაერთიანებული სამეფო
  9. შრი-ლანკა
  10. ტრინიდადი და ტობაგო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს