გიორგი ყიფშიძემ ფეხი მოიტეხა - "მას მარჯვენა მუხლის იოგის ნაწილობრივი წყვეტა აღენიშნება"

გიორგი ყიფშიძემ ფეხი მოიტეხა - "მას მარჯვენა მუხლის იოგის ნაწილობრივი წყვეტა აღენიშნება"

გიორგი ყიფშიძემ ფეხი მოიტეხა. Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რა შეემთხვა მსახიობს და მას კომენტარისთვის დავუკავშირდით.

- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფეხი მოიტეხეთ. შეგიძლია გვითხრათ, სად შეგემთხვათ ინციდენტი და რა მდგომარეობაში ხართ ახლა?

- ვიყავი გუდაურში. თხილამურებზე სრიალის დროს მოვიტეხე ფეხი. მარჯვენა ფეხი მაქვს დაზიანებული, იოგი მაქვს გაწყვეტილი. ფეხი ამჟამად თაბაშირში მაქვს ჩასმული.

- თქვენ "ნიჭიერის" წამყვანი ხართ. უახლოესი "ლაივი" სამ დღეში, ორშაბათს არის. შეძლებთ ამ მდგომარეობით სცენაზე გამოსვლას და შოუს წაყვანას?

- არა, ვერ შევძლებ. ექიმმა მითხრა, რომ 21 დღე სჭირდება მკურნალობას, თუმცა დამაიმედეს, რომ უფრო ადრე მომხსნიან თაბაშირს, რათა "ნიჭიერის" ფინალურ შოუს დავესწრო.

მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმი და სამედიცინო შოუ "ექიმების" წამყვანი დათო ლოლაძე ზრუნავს. Ambebi.ge კომენტარისთვის მასაც დაუკავშირდა.

- გარდა იმისა, რომ გიორგი ჩვენი პაციენტია, ის ჩვენი მეგობარიცაა. მას მარჯვენა მუხლის იოგის ნაწილობრივი წყვეტა აღენიშნება, მაგრამ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ დაკვირვებას. საერთოდ, ასეთ შემთხვევებს 21 დღიანი პროცედურა სჭირდება, თუმცა ვეცდებით, რომ 8-ში თაბაშირი მოვხსნათ და ფიქსატორი გავუკეთოთ. თაბაშირისგან ფიქსატორი იმით არის განსხვავებული, რომ თავისუფლად შეძლებს მოძრაობას და შესაბამისად, მიეცემა საშუალება, რომ "ნიჭიერის" ფინალს დაესწროს. თუ აღმოჩნდება, რომ თაბაშირის  მოხსნა მისთვის საფრთხის შემცველია, ვერ მოვხსნით და ვერც შოუს დაესწრება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით.

მედეა სარიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია