ევროპროდუქტი - სურპრიზი ქართველ გურმანებს

ევროპროდუქტი - სურპრიზი ქართველ გურმანებს

თუ თქვენ ხართ ნამდვილი გურმანი და გიყვართ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შეძენა მაშინ დაგვიჯერეთ, ევროპროდუქტის მარკეტების ქსელი ზუსტად თქვენთვისაა შექმნილი.

ევროპროდუქტი - ეს არის მარკეტების ქსელი, სადაც პირველად საქართველოში მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ სივრცეში თავმოყრილი ნახოს პრემიუმ კლასის, ევროპიდან იმპორტირებული პროდუქცია, ისეთი, როგორიც არის უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტები, რძის ნაწარმი, ტკბილეული და სხვა.

ევროპროდუქტი, როგორც იმპორტიორი კომპანია 2004 წელს დაარსდა და იმ დროიდან მოყოლებული მას საშუალება აქვს განახორციელოს უამრავი პრემიუმმხარისხის პროდუქციის იმპორტი საქართველოში. სწორედ ამიტომ, ევროპროდუქტის მაღაზიებში მომხმარებლისათვის ყოველთვის მისაღები ფასებია შენარჩუნებული.

უპირველესი, რითაც "ევროპროდუქტის" მარკეტი განსხვავდება ბაზარზე არსებული სხვა მარკეტებისაგან არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ უამრავი ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა ექსკლუზიურად ჩვენს მარკეტების ქსელში, ჩვენს მიერ იმპორტირებული ხორცპროდუქტებიდან ნამდვილად გამორჩეულია იტალიური"სორენტინოს" ეკოლოგიურად სუფთა და ტრადიციული რეცეპტით დამზადებული ძეხვები და ლორები, ასევე თქვენ პირველად გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ ტახისა და ირმის ესპანური ხორცპროდუქტები. ჩვენთან თქვენ შეხვდებით ინდაურის სოსისებსა, ძეხვსა და ლორებს, ცნობილი გერმანული კომპანია "მეთენი" კი წარმოდგენილია თავისი უგემრიელესი სოსისის ასორტიმენტით. ევროპროდუქტის მარკეტები ასევე სთავაზობს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის უნგრული წარმოების "კომეტა"-ს ბრენდის ხორცპროდუქტებს.

მარკეტ "ევროპროდუქტში" თქვენ საშუალება გაქვთ შეიძნოთ რძის პროდუქტების ნაირსახეობა, 100 ზე მეტი სახეობის ყველი და სხვა ბიოლოგიურად სუფთა ნაწარმი. ჩვენს მიერ იმპორტირებულ რძის პროდუქტებს დიდი ხანია საქართველოს მოსახლეობა სრულ ნდობას უცხადებს, ფინური კომპანია "ვალიო", დანიური "არლა" და ჰოლანდიური "ფრიკო" მსოფლიოში ცნობილები არიან თავიანთი უმაღლესი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით, აქედან გამომდინარე, საქართველოშიც გაჩნდა მოთხოვნა მათი ნაწარმის ასორტიმენტის გაზრდისა და მანამდე არარსებული სახეობების დამატებისა ჩვენს ქსელში.

თუკი თქვენ და თქვენს შვილებს ძალიან გიყვართ გემრიელი, განსხვავებული და ხარისხიანი ტკბილეული მაშინ მათ შესაძენად აუცილებლად უნდა ესტუმროთ მერკეტების ქსელ "ევროპროდუქტს" სადაც თქვენ საქართველოში პირველად შეხვდებით "მოცარტი"-ს უგემრიელეს ტკბილეულს, ასევე ფინური "ფაზერის" განახლებულ და გაფართოებულ არჩევანს, რომელიც ასე ძალიან უვართ განსაკუთრებით ბავშვებს, აღსანიშნავია ასევე ბელგიური "კაშე" რომელიც აწარმოებს ორგანულ შოკოლადს.

იტალიური "ვიჩენცი"-ს ორცხობილები, გერმანული "ჰანს ფრაითაგი"-ს ვაფლები, დანიური "როიალ დანსკი"-ს კარაქის ორცხობილები, იტალიური "ფრედი"-ს ორცხობილები და სხვა მრავალი. ამ ყველაფრის გარდა ევროპროდუქტის მარკეტებში წარმოდგენილია სხვა მრავალი ბრენდი ექსკლუზიურად.

სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა ევროპროდუქტის ორი მარკეტი - ცინცაძის 67-სა (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) და აბაშიძის 73-ში, ხოლო 2016 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს კიდევ 10 ახალი მაღაზიის გახსნას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მარკეტებში დასაქმებულები არიან სტუდენტები, რომლებსაც აქვთ სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, ისინი შეძლებენ დახმარება გაგიწიონ და პასუხი გასცენ თქვენს ნებისმიერ კითხვას.

"ევროპროდუქტი"თავის მარკეტების ქსელში, ყოველთვის გაგაოცებთ ახალ-ახალი უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად განსხვავებული პროდუქციის ნაირსახეობით, ასე, რომ თქვენ არასოდეს დარჩებით უკმაყოფილონი ჩვენი მარკეტებით. ადვილია გააკეთო არჩევანი იქ, სადაც ჯანსაღ, სასარგებლო და გემრიელ პროდუქტს გთავაზობენ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი