შსს-ს წარმომადგენლებმა თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყალი და პროდუქტები დაურიგეს

შსს-ს წარმომადგენლებმა თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყალი და პროდუქტები დაურიგეს

შსს-ს წარმომადგენლებმა თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყალი და პროდუქტები დაურიგეს. უწყების ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით , სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან მლეთაში ჩავიდნენ.

"ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ივანე ზურაბაშვილი", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია