"ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, ჩემზე ძლიერი უნდა იყოს" - ნინო სურგულაძე საქმესა და პირადზე

"ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, ჩემზე ძლიერი უნდა იყოს" - ნინო სურგულაძე საქმესა და პირადზე

ნინო სურგულაძე, გარდა თავისი ყველაზე მთავარი საქმიანობისა, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი წარმატებული საოპერო მომღერალია მსოფლიო მასშტაბით, დროის დიდ ნაწილს ქველმოქმედებას უთმობს. წინა წლის ბოლოს მან ფონდ ''ნატვრის ხის'' ეგიდით საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, რომლიდანაც შესული თანხა პატარების მკურნალობას მოხმარდება.

ნინოს 31 დეკემბერს შევხვდით. ეს ერთ-ერთია იმ გამონაკლისებიდან, როდესაც საახალწლო პერიოდს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ატარებს.

13 იანვარს რუსთაველის თეატრში ნინო სურგულაძე პაატა ბურჭულაძესთან, ანი კეკუასთან, ჯაზბენდ ''ირიაოსთან'', ორკესტრსა და ქრისტოფ შვაიცერთან ერთად მიიღებს მონაწილეობას დავით მალაზონიას მუსიკალურ პროექტში ''გზავნილები გია ყანჩელს''. ამ და სხვა თემებზე თავად ნინოს ვესაუბრეთ. ნინო სურგულაძე, გარდა თავისი ყველაზე მთავარი საქმიანობისა, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი წარმატებული საოპერო მომღერალია მსოფლიო მასშტაბით, დროის დიდ ნაწილს ქველმოქმედებას უთმობს. წინა წლის ბოლოს მან ფონდ ''ნატვრის ხის'' ეგიდით საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, რომლიდანაც შესული თანხა პატარების მკურნალობას მოხმარდება.

ნინოს 31 დეკემბერს შევხვდით. ეს ერთ-ერთია იმ გამონაკლისებიდან, როდესაც საახალწლო პერიოდს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად ატარებს.

13 იანვარს რუსთაველის თეატრში ნინო სურგულაძე პაატა ბურჭულაძესთან, ანი კეკუასთან, ჯაზბენდ ''ირიაოსთან'', ორკესტრსა და ქრისტოფ შვაიცერთან ერთად მიიღებს მონაწილეობას დავით მალაზონიას მუსიკალურ პროექტში ''გზავნილები გია ყანჩელს''. ამ და სხვა თემებზე თავად ნინოს ვესაუბრეთ.

- ვიცი, რომ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ბევრი რამ თავად გააკეთეთ.

- წინა წლის 10 ივლისს გვქონდა ღონისძიება, დავეხმარეთ სულ შვიდ პატარას, რომლებიც თავს უკეთ გრძნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ მათ ამბებს, კონტაქტი გვაქვს. მეორე კონცერტი 29 დეკემბერს გაიმართა და ამისთვის თვე-ნახევრის განმავლობაში ვემზადებოდით. რაც შეეხება კითხვას, თავად ბევრი რამ რატომ გავაკეთე, ზედმიწევნით მომთხოვნი ადამიანი ვარ, შემდეგში პრობლემები რომ არ შემქმნოდა, მერჩივნა, თავად მენახა ყველა დეტალი. თანაც, თანხაც დავზოგე. მინდოდა, ყველაფერი მაქსიმალურად წასულიყო ბავშვებთან. რამდენიმე თანამშრომელი მყავს, რომლებიც მაქსიმუმს იღებენ საკუთარ თავზე. შედეგი ძალიან დიდია და კმაყოფილი ვარ, რადგან ამ კონცერტის შედეგად სოლიდური თანხა შეგროვდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ან სპონსორობის სახით ჩაერთო ამ ღონისძიებაში ან სხვა, მცირე წვლილი მაინც შეიტანა.

- ამ თვე-ნახევრის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ გიძინიათ.

- ასეა, მაგრამ ასეთი შედეგისთვის საერთოდაც არ დაიძინებს ადამიანი, თუმცა შემოქმედების მხრივ პაუზა მქონდა, რადგან მომღერლისთვის რთულია ასეთი საქმისა და სიმღერის შეთავსება. ახლა კი იგეგმება კონცერტი, 13 იანვარს. ჩვენს უდიდეს კომპოზიტორს, გია ყანჩელს, 2015 წელს 80 წელი უსრულდება და დავით მალაზონიას პროექტი სწორედ ამ თარიღს ეძღვნება. ჩემთვის პატივია ამ კონცერტში მონაწილეობა, ვინაიდან გია ყანჩელი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული, თვითმყოფადი და დიდი კომპოზიტორია და ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. როდესაც ჩემს უცხოელ კოლეგებს ვესაუბრები, თავად ახსენებენ დიდი სიმპათიითა და პატივისცემით, ბევრს შესრულებულიც აქვს მისი ნაწარმოებები.

- როგორია თქვენი გია ყანჩელი? სევდიანი?

- რა თქმა უნდა, იმავდროულად, ძალიან სახასიათო. მისი მუსიკა, ასე ვთქვათ, ევროპული ქართულია. ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული იყო სრულიად განსხვავებული. ჰქონდა ევროპული ელფერი და არ კარგავდა ქართულს. კარგი იქნებოდა, ეს ჩვენც გვესწავლა. ყველაფერი, რაც მას აქვს შექმნილი, კლასიკური ნაწარმოებები, კინო თუ თეატრისთვის დაწერილი მუსიკა, შესანიშნავია. პირადად მე 8 წლიდან მქონდა შეხება ''ჰერიო, ბიჭებოსთან''. პირველად რუსეთში 8 წლის ასაკში შევასრულე ცენტრალურ არხზე. მკითხეს, რაზეა ეს სიმღერაო და ვუთარგმნე, რომ პატრიოტულ თემაზე იყო. მახსოვს, ბავშვობისას კიდევ უფრო გულწრფელად და გულით ვმღეროდი. სხვანაირად მიძგერდა გული. ახლა, როცა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ცხოვრებისეული ეტაპები გავიარე, სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებს განსხვავებულად აღვიქვამ.

იხილეთ გაგრძელება

ზურა ყიფშიძე რობერტ დე ნიროსთან გადაღებულ უცნობ ფოტოებს აქვეყნებს, კადრში ჩანს მისი ახალგაზრდა მეუღლე

"დღემდე არ ვიცი, როგორ ვითამაშე ისე, რომ ბევრმა ვერ შენიშნა, რა მჭირდა" - მსახიობი არტისტების ოჯახიდან, რომელმაც სპექტაკლი გაწყვეტილი მყესებით ითამაშა

ზურა დოიჯაშვილი ტაძრიდან მის მიერ შესრულებული სიმღერით, "მელიქიშვილის გამზირის" ფონზე გამოასვენეს