"ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა

"ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა

"ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა. გახსნას, პოლიტიკოსები, მომღერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი და 4 გამარჯვებულს "ბიბლუსისგან" სამახსოვროდ წიგნები გადაეცათ.

პირველად "ბიბლუს გალერის" სივრცეში, მსოფლიოს 35–ზე მეტ ქვეყანაში მომხმარებლების რჩეული იტალიური ბრენდი ci gusta! გაიხსნა, სადაც მოწვეულ სტუმრებს იტალიელი მზარეულების მიერ შექმნილი ნაყინით, ტკბილეულით, პიცითა და სალათებით გაუმასპინძლდნენ.

ci gusta!-ს გაყიდვების მენეჯერმა, მასიმო ბარბერიმ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ კომპანიისთვის მთავარია მომხმარებელი კმაყოფილი იყოს.

"დღეიდან "ბიბლუს გალერიში" მისული სტუმარი უბრალოდ კი არ იყიდის წიგნს, არამედ კომფორტულ გარემოში მიირთმევს ყავას, ნაყინს, მოვა პატარებთან ერთად და დროს სასიამოვნოდ გაატარებს", - განაცხადა მასიმო ბარბერიმ.

ci gusta!-ს ცნობილი ბრენდი, კომპანია Pregel-ის მიერ არის დაფუძნებული. მათ ნედლეულს კი, ისეთი მსოფლიო ბრენდები მოიხმარენ ნაყინისა და ტკბილეულის წარმოებაში, როგორიცაა "მაკდონალდსი", სტარბაქსი, KFC და მრავალი სხვა. ამ ბრენდის სალათები და პიცის ასორტიმენტი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების პროდუქტებად არის აღიარებული.

"ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის უფროსის თათა დგებუაძის განცხადებით კი, დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან "ბიბლუს გალერი" ოფიციალურად გაიხსნა.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს სტუმრებს შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენმა ჩანაფიქრმა შედეგი გამოიღო", - განაცხადა თათა დგებუაძემ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "ბიბლუს გალერი" არა მარტო უფროსებისთვის არის, არამედ პატარებისთვის.

"ბიბლუს გალერი" არის მულტიფუნქციური ცენტრი, სადაც გაერთიანებულია წიგნები, კაფე, საბავშვო გასართობი ცენტრი, სათამაშოები, ელექტრონული ტექნიკის კუთხე, ოპტიკა და საპრეზენტაციო სივრცე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია