ადამიანები საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის დატოვებას მთვარეზე შეძლებენ

ადამიანები საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის დატოვებას მთვარეზე შეძლებენ

ამიერიდან კაცობრიობას შეუძლია, საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია მთვარეზე დატოვოს. ასეთ შესაძლებლობას რამდენიმე დღის წინ, დიდ ბრიტანეთში დაწყებული პროგრამა Lunar Mission One იძლევა. პროგრამის ძირითადი მიზანი მთვარის ზედაპირის შესწავლა და მასზე სპეციალური კაფსულის დატოვებაა, რომელიც დნმ-ს ნიმუშებს, ფოტოსურათებსა და დედამიწის მოსახლეობის თმის წნულებს შეიცავს. პროექტის ხელმძღვანელის დევიდ აირონის თქმით, პოექტში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ფუნტი სტერლინგის გადახდაა საჭირო. შეგროვილი თანხა მთვარეზე სპეციალური ზონდის გასაგზავნად გამოიყენება.

მეცნიერები დაახლოებით, 500 მილიონი ფუნტი სტერლინგის შეგროვებას გეგმავენ. მათი თქმით, სწორედ ეს თანხაა საჭირო პირველ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. წინასწარი ინფორმაციით, ზონდის მთვარეზე გასაშვებად 4 წელია საჭირო. ადამიანი, რომელიც 200 ფუნტს გადაიხდის, შეძლებს თმის გარდა, საკუთარი ფოტო, პატარა ტექსტი და ვიდეო გააგზავნოს. პროექტის ავტორების თქმით, ეს პროექტი კაცობრიობას მისცემს შანსს, მთვარეზე ადამიანის მოდგმის ისტორიის შესახებ ინფორმაცია დატოვოს. გარდა ამისა, მეცნიერების აზრით, თუკი ოდესმე კაცობრიობა გადაშენდება, მათ შესახებ ინფორმაცია დიდხანს დარჩება მთვარის ზედაპირზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს