როგორ მოქმედებს სიკვდილით დასჯა კრიმინალის დონეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

როგორ მოქმედებს სიკვდილით დასჯა კრიმინალის დონეზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

დღეს სიკვდილით დასჯა სასჯელის უმაღლეს და განსაკუთრებულ ზომად აღითქმება, რომელსაც მხოლოდ მესამე მსოფლიოს "ველური" ქვეყნები და ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ მიმართავს. მსოფლიოს დანარჩენი "ცივილიზებული" ნაწილი სიკვდილით დასჯას არაჰუმანურ მეთოდად მიიჩნევს და სანაცვლოდ, სამუდამო პატიმრობის პრაქტიკას იყენებს.

სასჯელის უმაღლეს ზომაზე მასიური უარის თქმა სახელმწიფოებმა გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყეს. მაგალითად, 1991 წელს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე არსებული 180 სახელმწიფოდან, სიკვდილით დასჯა მხოლოდ 60 მათგანში იყო გაუქმებული.

დღეს მსოფლიოში ერთიანი ჩამოყალიბებული აზრი სიკვდილით დასჯის საჭიროებაზე არ არსებობს. სახელმწიფოები ამ საკითხს მეთად სენსიტიურ რანგს მიაკუთვნებენ და ყველა მათგანი მას ინდივიდუალურად განიხილავს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილით საუკუნეზე მეტია არავინ დაუსჯიათ. არიან სახელმწიფოები, სადაც სიკვდილით დასჯა შესაბამის იურიდიულ კანონმდებლობაში არ არის გაწერილი. გვხვდება "ორიგინალური" სახელმწიფოებიც, სადაც სიკვდილით დასჯას პრაქტიკაში არ იყენებენ, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსიდან და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტებიდან მის ამოღებას არ ჩქარობენ.

შუა საუკუნეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სიკვდილით დასჯას სხვადასხვა დანაშაულის შემთხვევაში სხვადასხვა გზებით ახორციელებდნენ. მაგალითად XVI საუკუნის ინგლისში ფულის გაყალბებისთვის ზეთში ან მდუღარე წყალში ხარშავდნენ. ერთი საუკუნით ადრე სასჯელის უმაღლესი ზომა - ქურდობაზეც ვრცელდებოდა.

მაშინდელი წესებით, სიკვდილით დასჯის პროცესს ადამიანისთვის მაქსიმალური ტკივილი უნდა მიეყენებინა. 1792 წელს საფრანგეთში გილიოტინა შემოიღეს. მას შემდეგ სიკვდილით დასჯის ყველა პროცესი (სამხედრო სასამართლოს განაჩენის გარდა, რომელიც დახვრეტას ითვალისწინებდა) სწორედ გილიოტინით ხორციელდებოდა. წლების შემდეგ თავის მოკვეთის პრაქტიკა საფრანგეთში იურიდიულად დააკანონეს. შესაბამისი დებულება 1810 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 12-ე პუნქტში იყო გაწერილი.

XX საუკუნეში საფრანგეთში სიკვდილით საჯაროდ დასჯის პრაქტიკაც არსებობდა. უკანასკნელი ასეთი სასჯელი მოქმედებაში 1939 წლის 17 ივლისს მოიყვანეს, როდესაც ვერსალის ბულავარზე 6 ადამიანის მკვლელობისთვის ეჟენ ვეიდმანს თავი მოკვეთეს.

ძველ საქართველოში სიკვდილით დასჯას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს მიმართავდნენ. უფრო მეფის და სახელმწიფოს ღალატისთვის, აგრეთვე მეფის პირადი საჯარო შეურაცხყოფისთვის, მეკობრეობისათვის. გიორგი III-ის 1170 სიგელის მიხედვით, სიკვდილით დასჯა "მრავალჯერ" პარვისთვისაც ყოფილა დაწესებული.

დღეს სიკვდილით დასჯას უმეტესად მუსულმანურ სახელმწიფოებში იყენებენ. ამგვარი მეთოდით სჯიან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისთვის, პედოფილიისთვის, რელიგიის ღალატისთვის.

სასჯელის უმაღლესი დანაშაული ჩინეთშიც მოქმედებს. ის არა მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე ვრცელდება. სიკვდილით სჯიან ქრთამის აღებისთვის, ფულის გაყალბებისთვის, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, სუტინიორობისთვის, ბრაკონიერობისთვის, გადასახადებიდან თავის არიდებისთვის.

საგულისხმოა, რომ სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ადამიანებს სიკვდილით აშშ-იც სჯიან. შესაბამისი კანონმდებლობა ქვეყნის 32 შტატში მოქმედებს. უმაღლესი სასჯელი მოქმედებაში რამდენიმე მეთოდით მოჰყავთ. მათგან პირველ ადგილზეა სასიკვდილო ინექციები, მეორეზე - ელექტრო-სკამი.

სიკვდილით დასჯის აუცილებლობა ადამიანის უფლებათა დამცველ და იურიდიულ კანონმდებლებს შორის ცხარე დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. მრავალი ორგანიზაცია სასჯელის უმაღლესი ზომის შეცვლას სამუდამო პატიმრობით ითხოვს. საპასუხოდ კი კანონმდებლებს დანაშაულის სტატისტიკა მოჰყვათ, რომელიც მათი მტკიცებით, სწორედ სიკვდილით დასჯით განპირობებული "დაშინების პოლიტიკით" მცირდება.

გასულ საუკუნეში სიკვდილით დასჯისა და დანაშაულების სტატისტიკის შედარებითი ანალიზი არაერთხელ გაკეთებულა. ექსპერტთა აზრით, ქვეყანაში სიკვდილით დასჯის არსებობა დამნაშავეზე შემაჩერებელი ფაქტორის სახით მოქმედებს. განსაკუთრებით პოპულარული ეს თეორია აშშ-შია. თვალსაჩინოებისთვის, ექსპერტებს ტეჰასის შტატის მაგალითი მოჰყავთ. 1990-იან წლებში ჯორჯ ბუშ-უმცროსის გუბერნატორობისას სასიკვდილო განაჩენების მაღალმა რიცხვმა, მკვლელობების დონე მკვეთრად შეამცირა. 2001 წლის შემდეგ კი სასჯელის უმაღლესი ზომის რაოდენობის შემცირებით, დანაშაულის სტატისტიკა პრაქტიკულად ძველ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა