ხვალ თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალ თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალ თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. საქართველოს მთიან რაიონებში ზვავსაშიშროება და ქარბუქები კვლავ იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ხვალ ღამით +1+6 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით +5;+10 გრადუსი. მთაში ღამით იქნება -2;+3 გრადუსი; დღისით 0+5; მაღალმთაში -10-5.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ ღამით მოსალოდნელია -3;+2; დღისით +6;+11; მთაში -9;-4; დღისით 0;+4; მაღალმთაში ღამით -12-7; დღისით -5;0.

თბილისში ხვალ უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს ქარი 10-15 მეტრი წამში, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მეტრი წამში იქნება. ღამით მოსალოდნელია +1; დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +9 გრადუსი.

ნინო წვერავას თქმით, 14 იანვრიდან 17 იანვრამდე კი საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდი იქნება. თუმცა, შესაძლოა დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 16 იანვარს ღამით იწვიმოს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +15, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +12 გრადუსამდე მოიმატებს. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვა (- 4 გრადუსი) შენარჩუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია