მიხეილ სააკაშვილი - განათლებული ხალხი ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხეს წარმოადგენს

მიხეილ სააკაშვილი - განათლებული ხალხი ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხეს წარმოადგენს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა ხალხი, რომელთაც ეზიზღებათ ყველაფერი, რაც განვითარებასა და მომავალზეა ორიენტირებული. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "კურიერთან" პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, როდესაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი შენობის აუქციონზე გამოტანაზე საუბრობდა.

მისი თქმით, განათლებული ხალხი ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"მე არ ვლაპარაკობ მისი განათლების დონეზე, მის უმეცრებაზე, მე მგონი პირს რომ აღებს, ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ ამაში არ არის საქმე, პროვინციელი დიქტატორისთვის განათლებული ადამიანი არის პრობლემა. განათლებული საზოგადოება მეორედ აღარ აირჩევს იმ ადამიანს, ვინც დაჰპირდება ყველაფერს უფასოდ, მეორედ აღარ აირჩევს იმ ადამიანს, რომელიც დაჰპირდება, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის და სინამდვილეში შეცვლის, აღარ აირჩევს ადამიანს, რომელიც მზად არის უსაშველოდ იტყუებოდეს, ოღონდ თავისი ინტერსები გაინაღდოს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა