თბილისის ტროტუარებზე ავტომობილების პარკირება აიკრძალება

თბილისის ტროტუარებზე ავტომობილების პარკირება აიკრძალება

თბილისის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც ქალაქის ქუჩებში, კერძოდ კი ტროტუარებზე ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებულ ვითარებას შეისწავლის და მოქალაქეებს ავტოსადგომებისთვის სხვა, ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებს.

ამ სიახლის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო "სპუტნიკი-საქართველოს" კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა. "ერთის მხრივ, უნდა გათავისუფლდეს ის ადგილები, რომლებიც პარკირებისთვის არის განკუთვნილი, რათა ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. მეორეს მხრივ კი, არის ადგილები, რომლითაც ქვეითად მოსიარულეები უნდა სარგებლობდნენ. ჩვენ ვქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოამზადებს სპეციალურ წინადადებებს, რათა ქვეითად მოსიარულენი თავს კომფორტულად გრძნობდნენ", - აღნიშნა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია