რომის პაპის ვიზიტის გამო, ფილიპინებზე უსახლკარო ბავშვები საკნებში მოათავსეს

რომის პაპის ვიზიტის გამო, ფილიპინებზე უსახლკარო ბავშვები საკნებში მოათავსეს

რომის პაპის ფილიპინებზე ჩასვლამდე მანილას ქუჩებიდან უსახლკარო ბავშვები გისოსებს მიღმა, საკნებში მოათავსეს. "დეილი მეილის" ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ასობით ბავშვი საკნებში, დამნაშავეებთან ერთად მოათავსა. ბრიტანული გამოცემის ცნობით, ბავშვებს საკნებში პირდაპირ ბეტონის იატაკზე სძინავთ, ზოგიერთი მათგანი უფროსების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია. რამდენიმე ბავშვი კი პოლიციამ ხელბორკილებით ბოძებს მიაბა. ფილიპინების დედაქალაქში რომის პაპი ფრანცისკი კვირას მესას აღავლენს, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა