"ღარიბაშვილის გადადგომისთვის ნეტა ვის მოკლავენ?" - ცნობილები შს მინისტრის გადადგომას ეხმაურებიან

"ღარიბაშვილის გადადგომისთვის ნეტა ვის მოკლავენ?" - ცნობილები შს მინისტრის გადადგომას ეხმაურებიან

შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მიმართა. ჭიკაიძის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით გავრცელდა [მეტი].

ჭიკაიძის განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

"გადაწყვეტილება ნამდვილად უპრიანია, მაგრამ აქამდე იყო რო მინისტრი?:) გადადგომა არ მიდის ამ ამბავზე", - ხუმრობს ტელეწამყვანი.

ირინა სარიშვილი:

"ღარიბაშვილის გადადგომისთვის ნეტა ვის მოკლავენ?

ტფუი!

ძალიან მალე ყველა მიხვდება ყველაფერს! იმას, რასაც ეხლა არ ვამბობ, იმიტომ რომ აზრი არა აქვს!

მიხვდება და გაოგნებისგან ან შიშის გამო ხმასაც ვერ ამოიღებს!!!".

თეა თუთბერიძე:

"ამის და ამისნაირების ცოდვა მიეცა ბიძნა ივანიშვილს, ხო ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ" . . .

ეკა ხერხეულიძე:

"ჭიკაიძე გადადგაო ისე ამბობენ, თითქოს აქამდე იყო"...

სალომე ზურაბიშვილი:

"ჭიქაიძე გადადგა ! კი მაგრამ ეს რა განცხადებაა ?! !!! და რატომ თვლის, რომ მისი გადადგომით მოიხსნება კითხვები ხელისუფლების მიმართ ????".

გიგა ნასარიძე:

"ჭიკაიძემ იცის რომ გადადგა?"

ნახეთ| ღარიბაშვილის უწყების პირველი კომენტარი ჭიკაიძის გადაწყვეტილებაზე პოსტის დატოვების შესახებ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა