"გუგლის" ხელმძღვანელი ინტერნეტის გაქრობას გვპირდება

"გუგლის" ხელმძღვანელი ინტერნეტის გაქრობას გვპირდება

კომპანია "გუგლის" ხელმძღვანელი და მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენი ერიკ შმიდტი ინტერნეტთან დაკავშირებით სენსაციურ განცხადებსა აკეთებს. მისი დასკვნით, გლობალური ქსელის დღეები დათვლილია და მოკლე ხანში ინტერნეტი საერთოდ გაქრება. ეს მოსაზრება მან დავოსში მიმდინარე ეკონომიკუყრ ფორუმეზე ერთ-ერთი დისკუსიის დროს დააფიქსირა.

კითხვაზე, თუ რა მომავალი ელის გლობალურ ელექტრონულ ქსელს, შმიდტმა განაცხადა: "მარტივად გიპასუხებთ, ინტერნეტი მალე გაქრება. იმდენი IP მისამართი, მოწყობილობა და ნივთი გაჩნდება, რომლებიც თან უნდა ატაროთ და რომლებიც თქვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდება, რომ მის არსებობას ვეღარც იგრძნობთ".

მისი თქმით, თანამედროვე ადამიანი უზარმაზარ ტექნოლოგიურ ერაში ცხოვრობს, სადაც მოვლენები ელვისებური სისწრაფით ვითარდება. "ეს სმარტფონების ერაა. დღეს შეუძლებელია იმის განჭვრეტა, როგორი იქნება ეს ინფრასტრუქტურა. ფაქტია, რომ მოთამაშეთა უზარმაზარი ნაკადი ცდილობს სმარტფონების გაძლიერებას, ისინი სუპერკომპიუტერები გახდებიან. ეს ბაზარი უკვე ღიაა", - განაცხადა ბიზნესმენმა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს