ლუკა კურტანიძე პარლამენტის წევრი გახდება?

ლუკა კურტანიძე პარლამენტის წევრი გახდება?

ლუკა კურტანიძე შესაძლოა, პარლამენტის წევრი გახდეს. პარლამენტის გარდაცვლილი წევრის, თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლე, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში კურტანიძეა. შესაბამისად, საარჩევნო სიის თანახმად, სწორედ კურტანიძემ უნდა დაიკავოს პარლამენტში გათავისუფლებული ადგილი.

სადეპუტატო მანდატის შესაძლო აღებაზე ლუკა კურტანიძე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

"პირველ რიგში ვუსამძიმრებ თამაზ ავდალიანის ოჯახს ტკივილიან განსაცდელს. ბატონი თამაზი იყო ადამიანი, რომელთან ერთადაც ერთმანეთის იმედად გავიარეთ ის რეჟიმი, რომელიც იყო ქვეყანაში. ჯერ ღირსეულად უნდა დავკრძალოთ თამაზ ავდალიანი. შემდეგ გაიმართება კონსულტაციები სადეპუტატო მანდატთან დაკავშირებით და მივიღებ გადაწყვეტილებას. დაკრძალვამდე ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

დეპუტატი თამაზ ავდალიანი, რომელიც პარლამენტში "ქართული ოცნებიდან" მოხვდა, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა