სალომე გოგიაშვილი ერთი ''გაძრომისთვის'' ოჯახს არ დაანგრევს

სალომე გოგიაშვილი ერთი ''გაძრომისთვის'' ოჯახს არ დაანგრევს

''ჩემი ბებიისა და ბაბუის თაობა ბევრად უფრო ტრადიციული იყო, ვიდრე მე ვარ, რადგან მათთვის ეს ყველაფერი მეტად ღირებული და ფასეული გახლდათ. თაობებთან ერთად იცვლება შეხედულებები, თუმცა სადღეგრძელოს თქმა, სუფრაზე თამადის ყოლა ჩემს ოჯახშიც შენარჩუნებულია'', - ამბობს სალომე გოგიაშვილი ტრადიციებზე საუბრისას.

- რას იტყვი იმ ტრადიციებზე, რომლებიც შენი აზრით მოძველებულია?

- მაგალითად, ჩვენი ბებიების დროს თუ ქალი უქმროდ აჩენდა ბავშვს, ეს იყო დიდი სირცხვილი, გვარის, ოჯახის, ნათესავების შეურაცხყოფა. მესმის, ამას ჩვენი ბებიები რთულად აღიქვამენ, მაგრამ XXI საუკუნეში შვილის გაჩენა, ქმრით თუ უქმროდ, არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება ქალის მხრიდან, რადგან შვილზე დიდი ბედნიერება არაფერია.

- ჩვენი ბებიების დროს მოდური იყო მაჭანკლობა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მზითვს.

- მე ძალიან მომწონს მაჭანკლობა, მინდა, ჩემ ირგვლივ ყველა ბედნიერი იყოს. მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო, როგორც შემიძლია. რაც შეეხება მზითვს, ვფიქრობ, მშვენიერი ტრადიციაა. ''ვეფხისტყაოსანი'' და ნარდი დღეს აღარ უნდა იდოს მზითვში, რადგან ყველა დროსა და ეპოქას თავისი საგანძური აქვს. დღეს რომ ''ვეფხისტყაოსანი'' გაატანო მზითვში, შეიძლება, გოგოც უკან გამოუშვან. მე გოგო მყავს და რომ გათხოვდება, აუცილებლად ვიზრუნებ, რომ ოჯახში ხელდამშვენებული შევუშვა, იმიტომ, რომ ეს კულტურასა და ყურადღებაზე მეტყველებს.

- რას ფიქრობ გერლფრენდ-ბოიფრენდობაზე, ზოგი, რელიგიის კუთხით, ამას უარყოფითად უყურებს.

- უკვე დიდი ხანია მივხვდი, რელიგიას ისე იყენებენ, როგორც უნდათ. რელიგია არაა დოგმა, რომელსაც ეთანხმები თუ არა, მაინც უნდა დაუჯერო. მრუშობა არ შეიძლება და ცოდვად მიიჩნევა, თორემ არსად წერია, ბოიფრენდი არ გაიჩინო და მასთან ერთად არ იცხოვროო.

როცა ჩემს შვილს ამის ასაკი მოუვა, ალბათ, გამიჭირდება შეგუება, მაგრამ რაღაც მომენტში ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის არსებობა სწორია. ერთია, როცა ბიჭი დაგპატიჟებს სადღაც, გეტყვის კომპლიმენტს და მეორეა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ყოფით პრობლემებს რომ ეჯახები, გაზისა და შუქის გადასახადი რომ გეკისრება, მერე უფრო ხვდები, გინდა თუ არა იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება, ეწყობით თუ არა, თუნდაც სექსუალურად. თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს პარტნიორების წამდაუწუმ ცვლაში.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება