კიევში, რუსეთის საელჩოსთან "სასაფლაო" მოაწყეს

კიევში, რუსეთის საელჩოსთან "სასაფლაო" მოაწყეს

კიევში, რუსეთის საელჩოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც რუსეთის მიერ დონბასში ტერორისტული დაჯგუფგებების მხარდაჭერა გააპროტესტეს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტოები იუწყებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საელჩოს შენობასთან იმიტირებული სასაფლაო მოაწყეს - მიწაში ხის ჯვრები ჩააწყვეს, რომლებზეც მარიუპოლში დაღუპულთა სახელებია მითითებული. თითოეულ ჯვართან ყვავილებია დალაგებული.

"გვსურს, თითოეულმა რუსმა ჩინოვნიკმა, როდესაც აქ გაივლის, გარდაცვლილთა სახელები წაიკითხოს და შეიგრძნოს საკუთარი დანაშაული ამ ადამიანების გარდაცვალებაში", - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

საელჩოს რამდენიმე ათეული სამართალდამცველი იცავს.

"ინტერპრესნიუსი"