აშშ საქართველოსა და მოლდოვას 51 მლნ დოლარს გამოუყოფს

აშშ საქართველოსა და მოლდოვას 51 მლნ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ი საქართველოსა და მოლდოვას რუსეთის ზეწოლის და მისი აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად 51 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

AFP-ის ინფორმაციით, საქართველოსა და მოლდოვას დახმარებას აშშ-ის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს წარუდგინა. 2016 ფინანსური წლისთვის აშშ-ის ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს აღმოსავლეთ ევროპისთვის ფინანსურ დახმარებას რუსეთის ზეწოლისა და აგრესიული ქმედებების საპასუხოდ. AFP-ის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად ფინანსური დახმარების სახით, უკრაინა აშშ-სგან 117 მილიონ დოლარს მიიღებს. ამასთან ერთად, აშშ-ი მზად არის უკრაინას სესხის სახით 1 მილიარდი დოლარი გამოუყოს.

"ბიუჯეტი ითვალისწინებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისა და რეგიონის ქვეყნებისთვის, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის ზეწოლასა და აგრესიულ ქმედებებს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა