პატრონების მიერ სასიკვდილოდ გამეტებული ძაღლები - რატომ ყრიდნენ ცოცხალ ძაღლებს უფსკრულში

პატრონების მიერ სასიკვდილოდ გამეტებული ძაღლები - რატომ ყრიდნენ ცოცხალ ძაღლებს უფსკრულში

მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში სტუმრობის დროს, ცნობილ "ქათამაძის მღვიმეში" მოუწიათ ჩასვლა. მათი თქმით, მღვიმეში ჩასვლისთანავე საშინელი ანტისანიტარია მოხვდათ თვალში, რომელიც იმ ორმოში იყო, საიდანაც მღვიმე იწყებოდა. გარდა საშინელი სიბინძურისა, მთამსვლელებს 5 "გადაგდებული" ძაღლიც დახვდათ, რომლებიც ორმოში ფაქტობრივად,  დატუსაღებულები იყვნენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძაღლები საკუთარმა პატრონებმა "გადააგდეს". სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ყველა ძაღლის გადარჩენა მოხერხდა. ისინი ამჟამად, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ მათი ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხა თავად თავშესაფრის მფლობელმა გაიღო.

იხილეთ გალერეა

თბილისის ზღვაში მაშველებმა მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

თბილისის ზღვაში მაშველებმა ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში ორ არასრულწლოვანს ეძებენ