ბესელია-ჟორჟოლიანის დაპირისპირებაში ქეთი დოლიძე ჩაერთო

ბესელია-ჟორჟოლიანის დაპირისპირებაში ქეთი დოლიძე ჩაერთო

გასული 24 საათის მანძილზე ინტერნეტში განხილვის მთავარ თემად ჟორჟოლიანი-ბესელიას დაპირისპირება იქცა, რაც ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეოპორტალის მიერ ეკა ბესელიას ვაჟის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს მოჰყვა.

მკითხველს უკვე გავაცანით ეკა ბესელიას პასუხი[მეტი] და პასუხის პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანისგან[მეტი], ამჯერად კი რეჟისორ ქეთი დოლიძის რეპლიკას გთავაზობთ, რომელიც ასევე არ დატოვა ნანუკა ჟორჟოლიანმა უპასუხოდ.

"საზოგადოებამ კი დიდი ხანია გადაწყვიტა, ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანი და როგორი "სიმართლის"თქმა შეუძლია!", - ასე გამოეხმაურა ქეთი დოლიძე მომხდარს, რაზეც ტელეწამყვანისგან ცინიკურმა პასუხმაც არ დააყოვნა. "უთხარით, მე ნანახი მაქვს მისი კუკარაჩა:)", - დაწერა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით დავა სასამართლოში გადაინაცვლებს, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ გაზეთ "რეზონანსს" განუცხადა.

"პირად გარჩევებს არ ვაპირებ... ვაპირებ ყველა ასეთ ფაქტზე სასამართლოს წესით პასუხი ვაგებინო, რათა ვაიძულო მედიის სახელით მოლაპარაკე ადამიანები, რომ ეთიკის და კანონის ნორმებს დაექვემდებარონ", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ეკა ბესელია.

ნახეთ| ეკა ბესელიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალი სასამართლოში გადაინაცვლებს

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია