გოგონა, რომელიც 7-მა მამაკაცმა გაუპატიურების მიზნით მოიტაცა, ლომებმა გადაარჩინეს

გოგონა, რომელიც 7-მა მამაკაცმა გაუპატიურების მიზნით მოიტაცა, ლომებმა გადაარჩინეს

ეთიოპიაში ბევრ გოგონას აიძულებენ ქორწინებას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანაში ოჯახების 70% სწორედ ძალის გამოყენებით არის შექმნილი. მამაკაცები არც კი ეკითხებიან გოგონებს ქორწინების შესახებ, არც მათ მშობლებს სთხოვენ ხელს, არამედ აუპატიურებენ მათ და შემდეგ იძულებულს ხდიან, მათზე იქორწინონ.

სწორედ ასე მოუვიდოდა 12 წლის გოგონას, როდესაც იგი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. 7-მა მამაკაცმა გოგონა გაუპატიურების მიზნით მოიტაცა, რათა შემდეგ ერთ-ერთ მათგანს ცოლად გაჰყოლოდა. ალბათ ასეც მოხდებოდა, რომ არა დედა-ბუნება. მოზარდის მოტაცების დროს, არსაიდან 3 ლომი გამოჩნდა, რომლებმაც გოგონა მოძალადეებისგან დაიცვეს. საინტერესოა ასევე, რომ გარეული ცხოველები ბავშვს მხოლოდ მას შემდეგ მოცილდნენ, რაც მასთან სამართალდამცავები მივიდნენ. რატომ დაიცვეს ლომებმა გოგონა? რატომ არ მიატოვეს? ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი - ტყუილად არ არის ლომი ეთიოპიის ეროვნული სიმბოლო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს