ზაზა ურუშაძემ ჰოლივუდიდან შეთავაზება მიიღო

ზაზა ურუშაძემ ჰოლივუდიდან შეთავაზება მიიღო

22 თებერვალს ''ოსკარის'' დაჯილდოების 67-ე ცერემონია გაიმართება, რომელზეც ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძისფილმი ''მანდარინები'' უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ზაზა რეჟისურასთან ერთად ამ ფილმის სცენარის ავტორია. ქართულ-ესტონური კოპროდუქცია ჯილდოზე ესტონეთის სახელითაა წარდგენილი.

- ზაზა, ''ოქროს გლობუსის'' ნომინანტებს შორის დასახელებისას სოციალურ ქსელში დაწერეთ: ''გავგიჟდები!'', ხოლო ''ოსკარზე'' - ''გავგიჟდები კიდევ!''. რამდენიმე დღეში ''ფეისბუქიდან'' გაქრით...

- გვერდით სარგებლობა დროებით შევაჩერე, რადგან ძალიან ბევრი მწერდა. ყველას პასუხს ვერ ვცემდი, ეს კი უხერხული იყო.

- ამის მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ სოციალურ ქსელში ფილმის გარშემო ბევრი ნეგატივი წამოვიდა?

- ასეთ დროს ყოველთვის მოდის ნეგატივი და ეს ბუნებრივია, მაგრამ პოზიტიური უფრო მეტი იყო. არა, ეს არ ყოფილა მიზეზი.

- საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დღემდე ვერ გაიგო, რატომ წარადგინეს თქვენი ფილმი ''ოსკარზე'' ესტონეთის სახელით...

- ეს დღემდე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ავხსნი: ''ოქროს გლობუსსა'' და ''ოსკარზე'' ყველა ქვეყანა წარადგენს მხოლოდ ერთ ფილმს. ფესტივალებზე ერთი ქვეყნიდან შეიძლება 2-3 ფილმი მოხვდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ქვეყნიდან მხოლოდ ერთი ხვდება. ყველა ფილმი კოპროდუქციაა, უბრალოდ, ფილმს ''ოქროს გლობუსსა'' და ''ოსკარზე'' წარადგენს ის ქვეყანა, რომელმაც მისთვის მეტი დაფინანსება გამოყო და მთავარი პროდიუსერი იყო. ''მანდარი-ნების'' შემთხვევაში ეს იყო ესტონეთი. ''მანდარინები'' ყველა სხვა ფესტივალზე გამოცხადდა როგორც ქართულ-ესტონური კოპროდუქცია, მაგრამ ფილმი ''ოქროს გლობუსსა'' და ''ოსკარზე'' წარდგება მხოლოდ ესტონეთის სახელით. ეს მხოლოდ ''მანდარინების'' შემთხვევაში კი არ ხდება, ყველა კოპროდუქცია ასეა და ჩვეულებრივი ამბავია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება