უშიკიშვილმა ფოლკლორის ცენტრის შენობის ნაწილი კაბალური პირობებით გააქირავა?!

უშიკიშვილმა ფოლკლორის ცენტრის შენობის ნაწილი კაბალური პირობებით გააქირავა?!

2013 წლის ბოლოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გიორგი უშიკიშვილის წასვლას დიდი ხმაური მოჰყვა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული, რადგან უშიკიშვილი წინა ხელისუფლების პროტეჟედ მიიჩნეოდა. მისი ადგილი ფოლკლორის ცენტრში გიორგი დონაძემ დაიკავა. როგორ აფასებს ფოლკლორის ცენტრის განვლილი ერთი წლის საქმიანობას და რას ფიქრობს წინამორბედის მოღვაწეობაზე?! - გვესაუბრება ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე:

- ფოლკლორის ცენტრში მუშაობისას, ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეში და სტიმულია ისეთი ადამიანების თანადგომა და დახმარება, როგორებიც ბრძანდებიან უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (მოგეხსენებათ, მე საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ), ჩვენი სასიქადულო ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, და ცენტრის თანამშრომლები. მუშაობის დაწყებისას, თავიდანვე პრიორიტეტად რეგიონები მივიჩნიეთ. სადაც, ძალიან ცუდი მდგომარეობაა - ძველი თაობა მიდის და ახალ თაობას ფოლკლორი ნაკლებად აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა გვყავს. საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ საქართველოს რეგიონში გაგვეხსნა ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობები. ამ საქმეში გვერდში დგომისთვის განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების: ანზორ ექომაიშვილის, ჯემალ ჭკუასელის, ფრიდონ სულაბერიძის, რობერტ გოგოლაშვილის და სხვების, ასევე ბატონ პრემიერმინისტრის. უმადურობა დიდი ცოდვაა, და ამიტომ, არ შეიძლება არ ვთქვა, რომ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული გულისხმიერება და თანადგომა გამოიჩინა ამ საქმისადმი. ფოლკლორის დარგში ასეთი მასშტაბური ეროვნული საქმე, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ვფიქრობთ, არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. 2014 წლის განმავლობაში, არაერთხელ ჩავედით და ვმუშაობდით ოცდაათამდე მუნიციპალიტეტში. დიდი მადლიერება მსურს გამოვხატო მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი თვითმმართველობების და შემოქმედებითი საზოგადოებების მიმართ.

- კულტურის სამინისტრო დღეს სათნადადოდ აქცევს ყურადღებას ფოლკლორს?

- აქტიურად ვთანამშრომლობთ კულტურის სამინისტროსთან და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მიხეილ გიორგაძეს. მე ლოტბარი ვარ, პრაქტიკოსი ადამიანი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა-გალობა, ჩვენ ტრადიციული თუ ძველი და ახალი პროფესიული ხელოვნება. მე მაქვს გარკვეული ხედვა ჩვენი ფოლკლორის განვითარების გზების შესახებ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ არ იქნებოდა, ან არ იქნება მხარდაჭერა, მაშინ თანამდებობას, ბიუროკრატიულ რუტინას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, და არც დავთანხმდები, თვითმიზნურ თანამდებობაზე ყოფნას;

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია