ლონდონში ზაზა ურუშაძის "მანდარინების" ჩვენება გაიმართება

ლონდონში ზაზა ურუშაძის "მანდარინების" ჩვენება გაიმართება

ლონდონში, ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმის - "მანდარინების" ჩვენება გაიმართება. კინოჩვენება 18 თებერვალს, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკში მოეწყობა.  სურათის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართება, რომელსაც ცნობილი ბრიტანელი კინოკრიტიკოსი ფილიპ ბერგსონი წაიყვანს. საღამოს ესტონეთის კინოს ინსტიტუტის ხელმძღვანელი ედიტ სეპიც დაესწრება, რომელიც ფილმის თავისებურებებზე ისაუბრებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძის ფილმი ოსკარის "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" კატეგორიაშია წარდგენილი. დაჯილდოვების ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება