აფხაზეთის ომის აქამდე უცნობი ფოტოები: შავი დღეები ბრიტანელი ფოტოგრაფის ფერად ობიექტივში

აფხაზეთის ომის აქამდე უცნობი ფოტოები: შავი დღეები ბრიტანელი ფოტოგრაფის ფერად ობიექტივში

ნახეთ| აფხაზეთის ომის სისხლიანი ქრონიკა: 13 თვე და 13 დღე, რომელმაც ათასობით სიცოცხლე შეიწირა

ინტერნეტში ბრიტანელი ფოტოჟურნალისტის, ჯონ ჯონსის უცნობი ფოტოსურათები გავრცელდა, რომლებზეც აფხაზეთის ომის დროს დევნილი მოსახლეობაა ასახული. ფოტოპროექტი 1993 წლის 1 ოქტომბრით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეიარაღებული შეტაკება 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში. გავრცელებული მოსაზრებით, შეტაკებების გამომწვევი მიზეზი სოხუმის უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისას მომხდარი ძალადობის ფაქტები გახდა. სამოქალაქო მღელვარება სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებებში, რომელთა შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 140-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბულობამ საშიშ ზღვარს 1992 წელს მიაღწია, როდესაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა სამთავრობო სტრუქტურების შენობებს შეუტიეს. 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა. ამ განცხადებას საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია, თუმცა უკიდურესად დაძაბა სიტუაცია ცენტრსა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში.

ამრიგად, 1992 წლის 23 ივლისის დადგენილებით ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა. ცენტრსა და რეგიონს შორის დაწყებული იურიდიული ომი 22 დღეში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აფხაზეთში მომხდარი ომის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა.

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია