სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ შემოწმებას იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, კონტროლს დაექვემდებარება როგორც ჩამოსასხმელი, ისე ბოთლის ღვინო. ინსპექტირება რესტორნებში, სასადილოებში, ღვინის სარეალიზაციო ობიექტებში ჩატარდება. ღვინის ნიმუშები გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სადაც ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებლებზე კვლევები, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში კი კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ღონისძიებები განხორციელდება.

ფიზიკური პირი, რომელიც საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აწვდის 1000 ლიტრზე მეტ ღვინოს, ვალდებულია დარეგისტრირდეს ღვინის მწარმოებლად, რაც ოჯახურ პირობებში წარმოებულ პროდუქტს მიკვლევადს გახდის და მინიმუმამდე შეამცირებს ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელების რისკს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემოწმებას პერმანენტულად ახორციელებს, თუმცა, მიმდინარე წელს მასშტაბები გაცილებით გაიზრდება, რაც, სააგენტოს აზრით, ხელს შეუწყობს პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, მომხმარებლის დაცვას საეჭვო წარმომავლობის მავნებელი სასმელისგან და ექსპორტის შემთხვევაში, ქართულ ღვინოს ღირსეულად წარმოჩენას მსოფლიო ბაზარზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია