დავით საყვარელიძეს საქართველოს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე შეცვლის

დავით საყვარელიძეს საქართველოს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე შეცვლის

დავით საყვარელიძეს, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, საქართველოს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე შეცვლის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკა ხერხეულიძემ განუცხადა, შემდგომი პროცედურების თანახმად, პარლამენტი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარდგინებას სასესიო კვირაში ცნობად მიიღებს. რაც შეეხება პრიორიტეტებსა და გეგმებს, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ამის შესახებ დეპუტატად გახდომის შემდეგ ისაუბრებს.

ეკა ხერხეულიძე "ნაციონალური მოძრაობის" მანდატით წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა პირველი მოადგილის პოსტზე ოფიციალურად დღეს წარადგინა.

უკრაინული მედიის ცნობით, საყვარელიძე გენერალურ პროკურატურაში კადრებს, ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა