აშშ-ში დიდთოვლობის გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა

აშშ-ში დიდთოვლობის გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა

აშშ-ში დიდთოვლობის გამო, ათასობით ავიარეისი გაუქმდა. ამერიკული მედიის ცნობით, უხვმა ნალექმა განსაკუთრებით ჩრდილოეთ კაროლინას, ტენესისა და ნიუ-იორკის აეროპორტების მუშაობის შეფერხება გამოიწვია. რეკორდულად დაბალი ტემპერატურა და ძლიერი თოვლია ატლანტიკის რეგიონსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. დღეს, უამინდობის გამო, ვაშინგტონში სახელმწიფო დაწესებულებების ნაწილი მუშაობას წყვეტს. დასავლეთ ვირჯინიის შტატში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა