გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

გუბაზ სანიკიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

გუბაზ სანიკიძე უმრავლესობის წარდგინებითა და კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. სანიკიძეს ახალ თანამდებობაზე 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

მანამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო ვიცე-სპიკერობიდან "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის გაწვევის საკითხი.

სანიკიძეს პარლამენტში კავკასიის საკითხთა და დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა