როგორ შევიძინოთ სურსათი ფულისა და საკრედიტო ბარათის გარეშე?

როგორ შევიძინოთ სურსათი ფულისა და საკრედიტო ბარათის გარეშე?

დღეს საჩუქრის კეთება ბევრად მარტივია, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ.

გარდა იმისა, რომ არჩევანის მრავალფეროვნებაში არ ვართ შეზღუდულნი, შეგვიძლია ადამიანს, რომლის გახარებაც ან დასაჩუქრებაც გვსურს, ამა თუ იმ ბრენდის სასაჩუქრე ბარათი ან სპეციალური კუპონი ვაჩუქოთ. ამ გზით უფრო გაგვიადვილდება იმ ადამიანის გახარება, რომელსაც საჩუქარს ვჩუქნით, თანაც მას არჩევანის თავისუფლებას დავუტოვებთ და თავიდან ავიცილებთ იმ უხერხულობას, რაც ამა თუ იმ ნივთის არასწორად შერჩევას მოჰყვება.

თუ ჩვენთან მსგავსი ტიპის მომსახურებას ტანსაცმლის, წიგნებისა და პარფიუმერულ მაღაზიებში შეხვდებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასაჩუქრე ბარათები პროდუქტების მაღაზიებსაც აქვთ. რამდენიმე ხნის წინ ევროპაში მოგზაურობისას სუპერმარკეტში სასაჩუქრე ბარათი რომ შემომთავაზეს, გამიკვირდა და ეს სერვისი უცნაურად მომეჩვენა.

ვის უნდა ვესტუმრო სურსათის სასაჩუქრე ბარათით-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ რომ დავფიქრდი, ამ მომსახურებას საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე აქვს და ბევრ სიტუაციაში შეიძლება მისი კარგად გამოყენება. ჩამოსვლისთანავე მოვიკითხე ქართულ სუპერმარკეტებში სასაჩუქრე ბარათი, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ვერსად მოვიპოვე. ახლა შევიტყვე, რომ თურმე "ნიკორას" სუპერმარკეტებში უკვე შეგვიძლია შევიძინოთ 50-ლარიანი ვაუჩერები, რომლის განაღდებაც 3 წლის განმავლობაში შეგვიძლია "ნიკორას" სუპერმარკეტებში.

იხილეთ გაგრძელება

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი