დათო ტურაშვილი: ''ყველაზე მეტად მაკლია ფული, რომლითაც ვიყიდი დროს''

დათო ტურაშვილი: ''ყველაზე მეტად მაკლია ფული, რომლითაც ვიყიდი დროს''

დათო ტურაშვილი, ჩვენთვის კარგად ცნობილი, ქართველი მწერალი და დრამატურგია. მან არაერთი სიუჟეტის გმირებად გვაქცია. მისი სხვა ნამუშევრებია: "ჯგრაგი," "კატმანდუ," "ტიბეტი არ არის შორს," "შავი კეტები," "იყო და არა იყო რა," "ტყეების მეფე," "გურჯი ხათუნი" და სხვა.

- როგორი ბავშვი იყავით?

- სახლში პატარაობიდანვე მეძახდნენ უკუღრმართს... კარგა ხანს მეგონა, რომ ეს ხდებოდა ჩემი სიცელქისა და მოუსვენარი ხასიათის გამო. როცა წამოვიზარდე აღმოვაჩინე, რომ მართლა უკუღმა ვარ დაბადებული. მერე იმასაც მივხვდი, რომ მრავალი რამ განმასხვავებდა სხვებისგან.

- ვინ ან რამ მოახდინა თქვენზე საბედისწერო გავლენა?

- მრავალი გამოჩენილი ქართველის ბიოგრაფიაში ეწერა და წერია ასეთი დეტალი: "სწავლა და წიგნის სიყვარული დედამ შეყვარა." ჩემს შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი როლი მამამ იკისრა. როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი კითხვა, მამაჩემი მიკითხავდა წიგნებს. დედაჩემს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა აკვიატებული, რომ მე მწერალი უნდა გამოვსულიყავი. იმის მიუხედავად, რომ მაშინ სულ სხვა პროფესიებს ურჩევდნენ მშობლები შვილებს. წიგნებიდან, რომელსაც მამა მიკითხავდა, ყველაზე კარგად მახსოვს ასტრიდ ლინდგრენის "მაწანწალა რასმუსი," ხოლო იმ ნაწარმოებებიდან, რომელიც თავად წავიკითხე, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მარკ ტვენის "ტომ სოიერმა." თუმცა, მოგვიანებით "ჰერკბელი ფინის თავგადასავალი" უფრო მომეწონა.

- რა იყო თქვენი პირველი, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა?

- კარგად მახსოვს ის დღე, როცა ანბანის სწავლა დავიწყე და ასოების სამყარო აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ რაღაც საოცრებას მივაგენი.

- რა ასაკში შექმენით პირველი ნაწარმოები და რამ გიბიძგათ ამისკენ?

- პირველი მოთხრობა დაახლოებით ათი წლისამ დავწერე. მასში მოქმედება პალერმოში, სიცილის ქალაქში, მიმდინარეობდა. იქ ღარიბი ხალხი ცხოვრობდა. აღარ მახსოვს რა იყო შთაგონების წყარო.

- როგორია იდეალური გარემო მუშაობისთვის?

- სიმშვიდე უნდა იყოს. მუსიკის მოსმენაც მიყვარს წერისას.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია