"დაანებეთ შავ მთვარეს თავი" - ასტროლოგი ბედის, ბედისწერისა და ეშმაკის შესახებ

"დაანებეთ შავ მთვარეს თავი" - ასტროლოგი ბედის, ბედისწერისა და ეშმაკის შესახებ

ასტროლოგი რამაზ გიგაური ასტროლოგიასა და რელიგიაში ბედისწერისა და ეშმაკისა ცნებების შესახებ წერს.

"აი რელიგიაში ეშმაკი ხომ არის, სატანა, შაითანი - რომელსაც შეგიძლია ყველაფერი დააბრალო?!

რამე სისულელე გააკეთა ადამიანმა, იბოროტა, იცბიერა - ეგრევე ხელს გაიშვერს და ეშმაკმა მაცდუნაო!

მავანნიც თავს დაუკანტურებენ, "მაშ როგორაო?! ეშმაკი შეიძლება ადამიანს სუნამოს მიპკურების დროსაც შეუძვრესო. ჰოდა, მერე მოაჯდება კისერზე და თავის ნებაზე დააჭენებსო. არა, განა ბოროტი ბოროტია, განა ცბიერი - ცბიერია, ეგენი სულ ანგელოზები არიან. უბრალოდ ეშმაკია ამ ყველაფერში დამნაშავეო".

რისი თქმა მინდა ახლა, ასტროლოგიაშიც ეს ტენდენცია შეინიშნება უკვე

ოღონდ თურმე ეშმაკს ასტროლოგიაში - შავი მთვარე ჰქვია და ადამიანი იბოროტებს, იცბიერებს ან თავისი წინდაუხედაობის გამო რაღაც ფათერაკში აღმოჩნდება. ეგრევე გამოჩნდებიან "ასტროლოგები" და: "აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა, შავი მთვარე აქა და აქა გყოლიაო"!

გეტყვით თქვენ: თქვენ ხართ სული! აიღეთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რადგან თქვენ დაგროვებულ კარმას (ცოდვა-მადლს) იმ ქვეყანაში ეშმაკსა და შავ მთვარეს კი არა თქვენ (თქვენს სულს) მოგკითხავენ.

თქვენი ბედისწერა (თქვენგან დამოუკიდებლად შექმნილი გარემოებები) - მხოლოდ 20-25 %-ია,

თქვენი ბედი (თქვენს მიერ შექმნილი გარემოებები) - 75-80 %.

თქვენს ბედს თქვენ ქმნით, ბედისწერა კი უნდა მიიღოთ, რადგან ვერ ცვლით მას და ბედისწერაა თქვენი სამშობლო, მშობლები და ყველაფერი ის, რასაც ვერ ირჩევთ.

დაანებეთ ეშმაკსა და განსაკუთრებით შავ მთვარეს თავი და აკეთეთ თქვენი საქმე. თუ ბედის უკმაყოფილო ხართ - ეს არ არის ეშმაკის და შავი მთვარის ბრალი, ტყუილად დაადანაშაულებთ სამშობლოსა და მშობლებს - რადგან თქვენს ბედს თქვენ თვითონ ქმნით.

თუ თქვენ რეალურად გინდათ წარმატებას მიაღწიოთ, მაშინ უნდა დაანებოთ თავი დამნაშავეების ძებნას თავი და საკუთარ ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ!

სიყვარულით რამაზ გიგაური

P.S. შავმა მთვარემ დაიბარა, ჩემთვის ვზივარ, არ გაწუხებთ და ნუ მაწუხებთო!".

"ეს სეგმენტი მყარად დაიკავა გახარიამ…" - რას წერს გია ხუხაშვილი "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"?

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი