სიგარეტისთვის თავის დანებების უნიკალური მეთოდი – მარტივი სუნთქვითი ვარჯიშები!

სიგარეტისთვის თავის დანებების უნიკალური მეთოდი – მარტივი სუნთქვითი ვარჯიშები!

მოწევა კლავს, მოწევა იწვევს კიბოს - ეს და სხვა ლოზუნგები გვესმის და ვკითხულობთ გამუდმებით, თუმცა ამ მავნე ჩვევას თავს ვერაფრით ვაღწევთ. არსებობს უამრავი მეთოდი სიგარეტისთვის თავის დანებების, მაგრამ ბევრი მათგანი არც ისეთი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

გთავაზობთ უნიკალურ, ნაცად, ეფექტურ და რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხო მეთოდს მოწევისთვის თავის დასანებებლად.

ვარჯიში 1

როცა იგრძნობ მოწევის ძლიერ სურვილს, გადი სუფთა ჰაერზე. დადექი სწორად, მოდუნდი. ღრმად ჩაისუნთქე და გააჩერე სუნთქვა 2-5 წამი. შემდეგ ნელა ამოისუნთქე. ამოსუნთქვის ბოლოს შეაჩერე იგივე დროით სუნთქვა. გაიმეორე ეს ვარჯიში 10-ჯერ. შენი ტვინი გაჯერდება ჟანგბადით და მსუბუქ თავბრუსხვევას იგრძნობ. შედეგად, დიდი ხანი აღარ მოგინდება მოწევა.

ვარჯიში 2

ნელა ჩაისუნთქე ცხვირით და ბევრად სწრაფად ამოისუნთქე პირით. შეასრულე ეს ვარჯიში 30-ჯერ ისე, რომ ნელ-ნელა გაზარდო ტემპი. ეს იქნება ერთი ციკლი. მეტი ეფექტურობისთვის კარგი იქნება ამ ვარჯიშის 5-6 ციკლად შესრულება, 1-წუთიანი შესვენებებით. შეასრულე ვარჯიში ყოველ ჯერზე მაშინ, როცა მოწევა მოგინდება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს