ავღანეთში ქალთა უფლებების დასაცავად მამაკაცები ბურკით შეიმოსნენ

ავღანეთში ქალთა უფლებების დასაცავად მამაკაცები ბურკით შეიმოსნენ

ავღანეთში, ქაბულის ქუჩებში მამაკაცთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა მოაწყო აქცია, რათა ყურადღება გაემახვილებინა ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვაზე.

20 კაციანმა ჯგუფმა ავღანეთის დედაქალაქის ქუჩებში ქალთა დღესთან დაკავშირებით ქალთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს საზოგადოებას და მთავრობას. მამაკაცებს ცისფერი ბურკები ემოსათ. ბურკა 90-იან წლებში თალიბანის მმართველობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბურკას ტარება, როდესაც ადამიანს ყველაფერი დაფარული აქვს და სახის მხოლოდ პატარა მონაკვეთი აქვს ღია მხედველობისთვის ისეთივე შეგრძნებებს იწვევს, როგორც ციხეში ყოფნა. აქციის მონაწილეებს ეკავათ ტრანსფარანტები წარწერით ”თანასწორობა”.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს