"მივქარე, მაპატიეთ, რომ პარლამენტში ჩამეძინა"

"მივქარე, მაპატიეთ, რომ პარლამენტში ჩამეძინა"

"ძილი ბუნებრივი მოთოხვნილებაა ადმაიანის. მივქარე, მაპატიეთ, რომ პარლამენტში ჩამეძინა", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, გუბაზ სანიკიძემ "რეაქციის" ეთერში გააკეთა.

მან პარლამენტის სხდომაზე ჩაძინების ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ყველას მხოლოდ მისი ჩაძინება აინტერესებს და არცერთი ჟურნალისტი არ დაინტერესდა, როცა 11 წლის შემდეგ ირანის დელეგაცია იყო ჩამოსული მნიშვნელოვანი ვიზიტით, რაიმე ეკითხა.

"ძილი ბუნებრივი მოთოხვნილებაა ადმაიანის. მივქარე, მაპატიეთ, რომ პარლამენტში ჩამეძინა, ხდება ხოლმე. ჩემზე მაგარ ბიჭებსაც დაძინებიათ სხვათაშორის უადგილო ადგილას, მაგალითად გაიუს მარიუს, რომელმაც თეატრში ჩაიძინა და მერწმუნეთ ძველ რომში თეატრში ძილი უფრო დიდი სირცხვილი იყო... მაპატიეთ, იმედი მქონდა რომ ქვეყანაში ფხიზელი მამულიშვილებია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სულ მძნავს", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ასევე იხილეთ: "კიდევ ველოდები ჩემზე ჩანაწერებს" - გუბაზ სანიკიძე

ბიძინა არ არის პატარა კაცი, რომელიც ამას შეიძლება აჰყვეს - სანიკიძე სკანდალურ ჩანაწერზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა