თამარ ჩერგოლეიშვილმა გუბაზ სანიკიძეს "ინცესტის და კანის პიგმენტების სპეციალისტი" უწოდა

თამარ ჩერგოლეიშვილმა გუბაზ სანიკიძეს "ინცესტის და კანის პიგმენტების სპეციალისტი" უწოდა

გუბაზ სანიკიძემ, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აღარ კონტაქტობდა მედიასთან და 2 წლის განმავლობაში ჟურნალისტების კითხვებს თავს არიდებდა, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ინგა გრიგოლიას კითხვებს უპასუხა.

ტელეეთერში სანიკიძის გამოჩენას ცხადია, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილია, რომელიც მას ცნობილი სკანდალური აუდიოჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, "ინცესტისა და კანის პიგმენტების სპეციალისტად" მოიხსენიებს და იქვე დასძენს, რომ გუბაზ სანიკიძე ვიცე-სპიკერად მისი ექვსკაციანი ფრაქციის ფაქტორის გათვალისწინებით დანიშნეს და რომ ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ სანიკიძის, არამედ უმრავლესობის ყველა წევრის "ფერება მოუწევს", პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნების მიზნით.

"ინცესტის და კანის პიგმენტების სპეციალისტი გუბაზი რომ ვიცესპიკერად დანიშნა, ეს იმითაა ნიშანდობლივი, რომ ნერვიულობენ - გუბაზს 6 კაციანი ფრაქცია აქვს. ნაციონალებთან და თავდემებთან ერთად 65 კაცი გამოსდის.

გრძნობენ, რომ პრობლემა აქვთ. 12 საოცარი პრინციპულობით გამორჩეული ყოფილი ნაცი ყავთ რიგებში.

შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ 2015 წლის განმავლობაში ბიძინას უმრავლესობის დეპუტატების ფერება მოუწევს. რამდენად შედეგიანი იქნება, ცალკე საკითხია. ვნახოთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა