მკითხველის თხოვნით პროექტ "ლიბერთინსის" აქცია ქუთაისში 14 მარტს გაიმართება

მკითხველის თხოვნით პროექტ "ლიბერთინსის" აქცია ქუთაისში 14 მარტს გაიმართება

პირველად ქუთაისში, მკითხველის თხოვნით, 14 მარტს "ბიბლუსის მაღაზიაში" პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მესამე წიგნი, მსოფლიო ბესტსელერი, ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" გაყიდვაში ქართულ ენაზე გამოვა .

როგორც "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა L"-დან აცნობეს, მხოლოდ ერთი დღით მხოლოდ ერთ ფილიალში, მხოლოდ ერთი საათით 10 ლარის ნაცვლად წიგნი 3 ლარად გაიყიდება. ქუთაისს Liberteens-ის წევრებიც ეწვევიან.

წიგნი პროექტის Liberteens ფარგლებში გამოიცა. თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომელიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. "შენი თაობის არჩევანი" ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც Lიბერთეენს-ის წევრები არიან.

პროექტის პირველი წიგნი ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბრის თვეში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება ჰქონდა. პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი მოთმინებით ელოდა მსოფლიო ბესტსელერს. მეორე წიგნის "თუ დავრჩები"-ს აქციის დღეს მაღაზიასთან მისული მკითხველის რაოდენობამ კი თითქმის 1500-ს მიაღწია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია