კრემლმა ამერიკულ პიარ-კომპანია Ketchum-თან თანამშრომლობა შეწყვიტა

კრემლმა ამერიკულ პიარ-კომპანია Ketchum-თან თანამშრომლობა შეწყვიტა

კრემლმა ამერიკულ პიარ-კომპანია Ketchum-თან თანამშრომლობა შეწყვიტა. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების დაზოგვის გამო მიიღეს.

თავად კომპანია Ketchum-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის რუსეთის იმიჯზე ევროპასა და აშშ-ში აღარ მუშაობდა. კომპანია Ketchum-ი რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 2006 წელს პეტერბურგში "დიდი რვიანის" სამიტისთვის მზადების პერიოდში დაიქირავა. გასული წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა კი ბოლო მასშტაბური ღონისძიება იყო, რომლის ორგანიზებაშიც ამერიკული პიარ-კომპანია მონაწილეობდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა