როგორ ამცირებენ რუს ჯარისკაცებს: სამხედროები უნიტაზის თავსახურით და რუსი ოფიცრების სხვა ფეტიშები

როგორ ამცირებენ რუს ჯარისკაცებს: სამხედროები უნიტაზის თავსახურით და რუსი ოფიცრების სხვა ფეტიშები

რუსი ბლოგერი ემა პეტროვნა რუსულ ჯარზე და იქ გამეფებულ განაწესზე წერს:

"ყოველთვის გულის ფანცქალით ვუსმენ მორიგ ისტორიას, ან ვკითხულობ სტატიას რუსულ ჯარში ურთიერთობებზე. ჯარი ჩემთვის საიდუმლო პლანეტასავითაა, სადაც ახალგაზრდა ბიჭები მიდიან და უკან გაზრდილი მეომრები ბრუნდებიან. 2-3 წელიწადში სხვა ადამიანებად იქცევიან. მამაკაცურ გარემოში ურთიერთობა, ქალების გარეშე, კაცებს სასტიკებს და აგრესიულებს ხდის. ეს ჩემი პირადი აზრია. გინდება ადამიანს, ერთხელ მაინც ჩაიხედო ამ ქალის თვალისთვის დახურულ სამყაროში.

ჩაიხედავ და რას დაინახავ? მაგალითად, შეიტყობ, რომ მოსკოვში ოფიცერი თავის ჯარისკაცებს აიძულებდა მანქანის ზეთები ეყნოსათ, აი, ასეთი "ფეტიში" ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს ჯარისკაცი დასაჯეს და მან ჯარიმა გადაიხადა 50 000 რუბლის სახით. ერთი სამხედრო მოსამსახურე მეორეს ფულს ძალავდა და სამუშაო დაწესებულებაში აგზავნიდა უნიტაზის თავსახურით. ანუ საერთოდ ტვინი არ აქვთ? არადა, ეს მხოლოდ უწყინარი შემთხვევებია.

არის აგრეთვე შემთხვევა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. მაგალითად, გემზე "ადმირალი ვინოგრადოვი". მეზღვაური სწავლების დროს ზღვაში გადახტა და დაიხრჩო. როგორ უნდა მიიყვანო ადამიანი იმ ზომამდე, რომ მოძრავი გემიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტომა მოუნდეს? ამიტომ, მე ძალიან მაშინებს ჯარი თავის წესრიგით და უწესრიგობით. ფოტოებზე ასახული ადამიანები ან დებილები არიან სადისტური მიდრეკილებებით, ან დებილების ქვეყნის წამომადგენლები", - წერს kobilanskaia.livejournal.com-ს ბლოგერი ემა პეტროვნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს