პირველად ქუთაისში - წიგნის რიგში "ბიბლუსის" მაღაზიასთან ასობით ადამიანი დგას

პირველად ქუთაისში -  წიგნის რიგში "ბიბლუსის" მაღაზიასთან ასობით ადამიანი დგას

პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მესამე წიგნის ჰოლი სმეილის "გიკი გოგოს" აქცია ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ქუთაისში, "ბიბლუსის" მაღაზიასთან აქციაში მონაწილეთა რიგი დგას. რიგში მდგომი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ წიგნის ქართულ ენაზე გამოსვლას დიდი ხანია ელოდებიან.

ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, დავით ბაციკაძემ განაცხადა, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აქცია ქუთაისში ტარდება. მან მადლობა გადაუხადა "პალიტრა L"-ს და "ბიბლუსს" აქციისთვის.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული წიგნების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით იღებდნენ.

"ჩვენ განსაკუთრებით მოგვწონს ის, რომ დღეს აქცია ჩვენს ქალაქში, ქუთაისში ტარდება", - განაცხადა დავით ბაციკაძემ.

პირველად ქუთაისში, დღეს, "ბიბლუსის" მაღაზიაში პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული მესამე წიგნი, მსოფლიო ბესტსელერი, ჰოლი სმეილის "გიკი გოგო" მხოლოდ ერთი საათით 10 ლარის ნაცვლად 3 ლარად იყიდება.

პროექტის პირველი წიგნი ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბრის თვეში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება ჰქონდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია