კრემლში ელიტური შეთქმულება დაიწყო?!

კრემლში ელიტური შეთქმულება დაიწყო?!

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საჯარო სივრციდან კარგა ხნით გაუჩინარებამ რუსი (და არა მხოლოდ რუსი) საზოგადოება შეაშფოთა. რუსულ მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ პუტინი მძიმედ არის ავად. ზოგიერთმა ბლოგერმა დაწერა - პუტინი გარდაიცვალა ან მოკლეს და სანამ კრემლში "მემკვიდრეების" ბრძოლა არ დასრულდება, მანამდე პრეზიდენტის გარდაცვალებას არ გამოაცხადებენო. გავრცელდა ვერსიაც, რომ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და პუტინი დაატყვევა. შესაძლოა, როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, პუტინი საჯარო სივრცეში გამოჩნდეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, ამდენი ხნით მისი გაუჩინარება ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა.

დმიტრი ორეშკინი, პოლიტოლოგი:

- მოსახლეობას არავინ უხსნის, რუსეთის პრეზიდენტი მოულოდნელად რატომ გაუჩინარდა, რაც ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მიდგომაა. ამ დროს კი,

საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია აზრი - რუსეთი პუტინის გარეშე არ არსებობს, არ არის პუტინი, არ არის რუსეთიც.

ამ ვითარებაში მთავარი მაინც ასთანაში გადადებული ვიზიტია, სადაც განხილვის მთავარი თემა ევრაზიული კავშირი უნდა ყოფილიყო.

პუტინისთვის ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის გადასადებად ან მართლაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა უნდა შეჰქმნოდა, ან მის შეფერხებას მხოლოდ შიდა პრობლემები შეძლებდა. ყველაზე სახიფათო რაც შეიძლება იყოს, ამბოხების მცდელობაა კრემლში - შესაძლოა, "ხომალდზე" ელიტური შეთქმულება დაიწყო.

ე. წ. ელიტური ფენა ფიქრობს, რომ ის კანონზე მაღლა დგას. ამ ეტაპზე ერთი ვექტორი ფიქრობს, რომ "კორპორაციულმა მთავრობამ" მიდგომები უნდა შეცვალოს და ეკონომიკის განვითარებაზე იზრუნოს, რის შედეგადაც ორ-სამ წელიწადში რუსეთში სოციალური ვითარება გამოსწორდება, მეორე ვექტორს კი მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში იმდენი ნეგატიური ფაქტი დაგროვდა, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე აქცენტი ვითარებას ვერ გააუმჯობესებს. შესაბამისად, ორი წლის შემდეგ სიტუაციის გამოსწორებაზე ფიქრს დღეს საზოგადოების მხარდაჭერაზე ზრუნვა სჯობს. ამ ჯგუფებს შორის ვითარება განსაკუთრებით ნემცოვის მკვლელობის შემდეგ გამძაფრდა. მათ კარგად იციან, რომ ნემცოვი ჩრდილოკავკასიელებმა მოკლეს.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა