შვედეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

შვედეთში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ გეტებორგში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. "ბიბისის" ცნობით, გუშინ საღამოს ორი შეიარაღებული მამაკაცი ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში შევიდა და ცეცხლი გახსნა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც რესტორანში მყოფი ადამიანები ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ. თავდამსხმელები გაიქცნენ, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამართალდამცველთა ცნობით, თავდასხმა, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა განახორციელეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა